ხალხით სავსე ტაძარში ავტომბილი შევარდა, ბოროტმოქმედმა მრევლს ბენზინი შეასხა და მათ დაწვას ცდილობდა- შემთხვევა ამერიკაში
მსოფლიო - 17:02, 17 Jul, 2020     1679

ამერიკაში ფლორიდელი მამაკაცი დააკავეს მას შემდეგ, რაც იგი მანქანით კათოლოკურ ეკლესიას შეეჯახა და ცეცხლი წაუკიდა შენობას იმ დროს, როდესაც მრევლი უკვე შეკრებილი იყო და ღვთისმსახურების დაწყებას ელოდა.

მერიონის ოლქის შერიფის უწყებაში განაცხადეს, რომ 24 წლის ენტონი შილდი ფურგონის ტიპის ავტომობილით ეკლესიის წინა კარებს შეეჯახა დილის 7:30 წუთზე, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და შენობის ფოიეში რამდენიმე ათეული ლიტრი ბენზინი დაღვარა შემდეგ კი აალებად სითხეს ცეცხლი წაუკიდა რათა მრევლი დაეწვა.

როდესაც ენტონი შილდსი უკვე ტოვებდა მიმდებარე ტერიტორიას და გაქცევას ცდილობდა, იგი პოლიციელმა ხოსე გონსალესმა დააფიქსირა და თავისი საპატრულო მანქანით დაეჯახა ბოროტმოქმედს, რომლის მანქანასაც წონასწორობა დააკარგვინა და საბოლოოდ იგი დააკავეს. სამართალდამცავთა ინფორმაციით, მლოცველები არ დაშავებულან.

შილდსმა, რომელიც საკუთარ თავს მეფეს უწოდებს, დეტექტივებს განუცხადა, რომ იგი ასრულებს მისიას და აქვს პრობლემები კათოლოკური ეკლესიის არსებობასთან დაკავშირებით.

გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცი აგრეთვე დაავადებულია შიზოფრენიით და სწორედ იმავე დღეს მას თავისი დამამშვიდებელი წამლები არც კი მიუღია. შილდსს რამდენიმე დანაშაულის ბრალდებით გაასამართლებენ, რომელთა შორისაა მეორე ხარისხის მკვლელობის მცდელობა, ცეცხლის წაკიდება, ძარცვა და დამალვის მცდელობა. ინციდენტის შედეგად ეკლესია ძალზე მძიმედ დაზიანდა.






მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42