ავსტრალიაში შემაძრწუნებელი ფაქტი დაფიქსირდა-ქვეყნის ჩრდილოეთ რეგიონში 5 წლის ბიჭი ოთხმა არასრულწლოვანმა გააუპატიურა. აღნიშნული შემთხვევა პოლიციის ინფორმაციით, 1 ივლისს დაფიქსირდა ქუინსლენდის რეგიონში, ქალაქ ნაპრანუმში. ქალაქის მაცხოვრებელთა უმრავლესობა მოითხოვს, მოძალადე ახალგაზრდები არ დაუბრუნდნენ თავიანთ სახლებს. გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმა ისეთი სასტიკი იყო, რომ აუცილებელი გახდა გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, რომლის ფონზეც დაზარალებული აღნიშნული ტერიტორიიდან ქალაქგარეთ არსებულ სამედიცინო ცენტრში ვერტმფრენით იქნა გადაყვანილი.
ზემოხსენებულ თავდასხმაში მონაწიელობას იღებდნენ ბიჭები, რომელთა ასაკი 10-იდან 13 წლამდეა. პოლიციის ხელმძღვანელ პირთა თქმით, აღნიშული მოვლენა ტრაგიკული და შემზარავია.
„სამწუხარდ დიახ, ჩვენ გამოვიძიეთ ეს საქმე. ეს არ უნდა ხდებოდეს, ეს ძალზე სამწუხარო და დამთრგუნველი ფაქტია“- აღნიშნა პოლიციის კომისარმა, კატარინა კეროლმა. გავრცელებული ინფორმაციით, სამართალდამცავი უწყებები მუშაობენ მსხვერპლთან, მის ოჯახსა და ბოროტმოქმედ არასრულწლოვნებთან ერთად.
გავრცელებული ინფორმაციით, ქალაქი ნაპრანუმი, სადაც 1000-მდე აბორიგენი მოსახლე ცხოვრობს, ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქალაქია ავსტრალიაში, სადაც მოსახლეობა ძალზე შეჭირვებულად ცხოვრობს- აქ ხშირია მსგავსი სახის დანაშაულებრივი ქმედებები
მასალის გამოყენების პირობები






