აშშ-ში კორონავირუსის გავრცელების რეკორდული ზრდის მაჩვენებელი დაფიქსირდა უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში- 77 300 ადამიანი დაავადდა აღნიშნული დაავადებით.
ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის ოფიციალური განცხადებით, ზემოხსენებული მონაცემები, რომელიც მთავრობის მიერაა მოწოდებული, წარმოადგენს კოვიდ 19-ის მაქსიმალურ გავრცელებას 1 დღე-ღამეში პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე. მანამდე 10 ივლისი ითვლებოდა კორონავირუსის გავრცელების მხრივ ყველაზე მძიმე დღედ უკანასკნელ პერიოდში.
შეგახსენებთ, რომ აშშ ამ დრომდე ითვლება მსოფლიოში ყველაზე დაზარალებულ სახელმწიფოდ, სადაც 3 576 221 ადამიანი დაავადდა კოვიდ 19-ისგან, ხოლო 138 358 მათგანი გარდაიცვალა.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით ინფიცირებულთა ოფიციალური რაოდენობა ამ დროის მონაცემებით არის 13 961 427, რომელთაგან 600 000-მდე ფატალურად დასრულდა. 8 293 781 კი სრულად გამოჯანმრთელდა. ამ დროისთვის 5 074 667 პაციენტი რჩება საავადმყოფოებში და აქტიურ მკურნალობას გადის.
მასალის გამოყენების პირობები






