აზერბაიჯანი სომხეთს მინგეჩაურის წყალსაცავზე იერიშის შემთხვევაში ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით ემუქრება
მსოფლიო - 20:05, 16 Jul, 2020     5845

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო გამოეხმაურა სომხური მხარის განცხადებას მინგეჩაურის წყალსაცავის დაბომბვასთან დაკავშირებით.

როგორც აზერბაიჯანული მედია იტყობინება, თავდაცვის სამინისტროს პრეს-სპიკერმა , პოლკოვნიკმა ვაგიფ დარიახლივმა განაცხადა: „იმ ტერიტორიის რელიეფზე, რომელზეც მინგეჩაურის წყალსაცავი მდებარეობს, სრულად მიმდინარეობს თანამედროვე ანტისარაკეტო სისტემების განლაგება, მისი დაცვის გაძლიერება და უსაფრთხოების უზრუნველყოფა, რომლის ფონზე ჩვენი არმია მტერს არ მისცემს უფლება, სტრატეგიული ობიექტს თავს დაესხას“.

„ამავდროულად არ უნდა დაავიწყდეს სომხურ მხარეს, რომ ჩვენ ვფლობთ ულტრათანამედროვე ტიპის სარაკეტო სისტემებს, რომელიც მოგვცემს შესაძლებლობას უზუსტესი დარტყმით დავბომბოთ მეწამორის ატომური ელექტროსადგური, რაც სომხეთისთვის კატასტროფის მომტანი იქნება.






შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანს რამდენიმე ტიპის უმაღლესი ტექნოლოგიების მქონე მცირე მანძილზე მოქმედი ტაქტიკური და საშუალო რადიუსში ოპერირებადი ბალისტიკური რაკეტები გააჩნია შეიარაღებაში, რომელთაგან აღსანიშნავია 400 კილომეტრზე მოქმედი ებრაული წარმოების LORA-ს ტიპის GPS-ით მართვადი ჰიპერბგერითი რაკეტები. გავრცელებული ინფორმაციით მსგავსი ტიპის 50-მდე რაკეტას ფლობს აზერბაიჯანი, რომელთა გაშვება ხდება ხომალდზე მოწყობილი მობილური სპეციალური გადამზიდის ტიპის კონტეინერიდან.

აზერბაიჯანელები ფლობენ აგრეთვე 10-მდე ბელორუსულ POLONEZ-ის ტიპის სარაკეტო დანადგარს, რომელიც 300 მმ-იან რაკეტებს აგზავნის 200 კილომეტრ მანძილზე.









აზერბაიჯანი აგრეთვე ფლობს თურქული წარმოების ახლო მანძილზე, 120 კილომეტრზე მოქმედ ტაქტიკურ სარაკეტო დანადგარ TRG-300 TIGER MISSILE-ს, რომელიც ასევე ულტრათანამედროვე ტექნოლოგიებითაა დამზადებული კომპანია ROKESTAN-ის მიერ და რაკეტის მართვა GPS ნავიგაციითა და სატელიტური დაკვირვების სისტემებით ხდება, რაც უზრუნველყოფს მის უზუსტეს იერიშს სამიზნეზე. გავრცელებული ინფორმაციით, სულ 20 ასეთი გამშვები დანადგარი და 100-მდე რაკეტაა აზერბაიჯანის შეიარაღებაში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42