მექსიკაში ჩატარებული ახალი კვლევების თანახმად დადგინდა, რომ 15-იდან 30 წლამდე ასაკის 73 201 ადამიანი ამ დრომდე გატაცებულად ითვლება, რაც კონკურენტ კრიმინალურ ბანდებს შორის არსებული დაპირისპირების შედეგია.
აღნიშნული მონაცემები განსაკუთრებით დრამატულად გაიზარდა იანვრის თვიდან, როდესაც 2020 წლის დასაწყისიდან დღემდე 11 500 ადამიანი დაიკარგა. საერთო ჯამში 1964 წლიდან 2020 წლამდე 177 863 ადამიანია გატაცებულ-გაუჩინიარებული.
განსაკუთრებით ბევრი ადამიანია უგზო-უკვლოდ გამქრალი უკანასკნელი 2 წლის განმავლობაში, პრეზიდენტ ანდრეს მანუელ ლოპეზ ობრადორის ხელისუფლების განმავლობაში- სწორედ ამ პერიოდში მომძლავრდა ყველაზე მეტად ნარკო კარტელებს შორის მასშტაბური დაპირისპირება.
საინფორმაციო კვლევებით დგინდება, რომ ამ ეტაპზე სულ 12 000 ბავშვი ითვლება აქტიურ გაუჩინარებულთა სიაში, რომელთა გარდაცვალება არ დასტურდება. არასრულწლოვნებში ყველაზე დიდი პროცენტული წილი მოდის გოგონებზე. დაკარგულ ადამიანთა გამომწვევ მიზეზად განსაკუთრებით ასახელებენ ტრეფიკინგს, რომლის ფონზეც ახალგაზრდების ძირითად ნაწილს აიძულებენ სექს მუშაკობას.
მთავრობის განცხადებით, 2006 წლიდან დღემდე სულ 6600 არალეგალური საფლავია აღმოჩენილი, რომელთა უმრავლესობა ნარკოკარტელების საქმიანობას შეწირული ადამიანები არიან.





მასალის გამოყენების პირობები






