“მუსიკას ყოველთვის ვაკავშირებდი ადამიანებთან.
ეს სიმღერა ერთ ძალიან მაგარ ადამიანს ჰყვარებია, თურმე… "
"ისედაც სევდა მიპყრობდა ყოველი მოსმენისას და აწი ორმაგად მომაწვება სევდა…"
"ვერ წარმოვიდგენდი, ჩემთვის უცნობ პიროვნებას, ამხელა ტკივილის მოყენება თუ შეეძლო, მაგრამ ვცდებოდი… "
"მშვიდად განისვენე, ანგელოზო
ყოველთვის მემახსოვრები (განსაკუთრებით ამ მუსიკის მოსმენისას) შენ და შენი ცისფერი , სიკეთით სავსე თვალები“.
” მუდამ გვემახსოვრება შაქარა.
დღეს ყველას გული გვეწვის… “
„ამ სიმღერას ძველებურად ვეღარასდროს მოვუსმენ, რაც გავიგე, რომ თურმე კარგ ხასიათზე გაყენებდა. ყოველთვის მემახსოვრები, მშვიდად განისვენე. “Veridis quo” ლათინურად თურმე “სად მიდიხარ” -ს ნიშნავს. ნეტავ,მართლა სად მივდივართ, ან შენ სად წახვედ,ი შაქარ.. ? edit: შუქნიშანზე მანქანა გაჩერდა, ბიჭები ისხდნენ და ბოლო ხმაზე ჰქონდათ ეს სიმღერა ჩართული, მითხრეს. გამაჟრიალა და იმედი მომეცა”.
„ეს სიმღერა დღეიდან მთელს საქართველოს ერთ დიდ ტკივილს შეგვახსენებს, მშვიდად განისვენე ლამაზი სულის ადამიანო, იქ სადაც არ უნდა იყო“.
“ალბათ, ბოლო წუთებშიც ზუსტად ეს მუსიკა ჩაესმოდა ენერგიისგან დაცლილს,♥️ ვეღარასოდეს მოვუსმენ ამ მუსიკას ისე, შენ რომ არ გამახსენდე შაქარ, უცნობებსაც კი ძალიან გვიყვარხარ. სიკვდილის გამო ხომ ვერ გადაიყვარებ ადამიანს, მით უმეტეს, თუ ის ცოცხლებზე უკეთესია… “
სოციალურ ქსელში, მომხამრებელმა Mattheo Tereladze -მ სპეციალური ვიდეო შექმნა, რომელსაც ფონად სწორედ ეს კომპოზიცია ადევს, ხოლო ნახატზე გიორგი შაქარაშვილის გამოსახული.
მასალის გამოყენების პირობები






