მსოფლიო კლიმატოლოგებისა და ცნობილი მეცნიერების მიერ გამოქვეყნებული ახალი კვლევის შედეგად დგინდება, რომ ციმბირში არსებული დღეს არსებული ექსტრემალური სიცხეები სამომავლო პერსპექტივაში წარმოქმნის ყველაზე საზარელ კლიმატურ პირობებს მსოფლიოსთვის.
საერთაშორისო მეცნიერების დასკვნის საფუძველზე დგინდება, რომ ციმბირის რეგიონში არსებული გაუსაძლისი სიცხეების ფონზე „სათბურის ეფექტმა“ მიმდებარე ტერიტორიაზე სიცხეების ხანგრძლივობა გაზარდა 600-ჯერ ან რამნდენიმე ათასით მეტჯერ რუტინულ მოცემულობასთან შედარებით.
მეცნიერებმა ბრიტანეთიდან, რუსეთიდან, საფრანგეთიდან, ნიდერლანდებიდან, გერმანიიდან და შვეიცარიიდან წარმოადგინეს 70 კლიმატური მოდელის სიმულაცია, რომელიც შესაძლოა ყოფილიყო დღეს, რომ არა ადამიანის მიერ გლობალური პროცესების დაჩქარება ქვანახშირის, გაზისა და ნავთობის აქტიური გამოყენებითა, ბუნებისთვის მათი ექსპლუატაციით სერიოზული მიყენებით.
მკვლევარებმა დაადგინეს- „ რომ არა კლიმატური ცვლილებები, რომელიც სახელმწიფოთა მიერ დედამიწის ბუნებაზე აქტიური ზემოქმედებითაა გამოწვეული, ციმბირის დღევანდელი გაუსაძლისი სიცხეები 80 000 წელიწადში ერთხელ დაფიქსირდებოდა“ .
შეგახსენებთ, რომ 2020 წელს კლიმატოლოგების დაკვირვებით დადგინდა უჩვეულოდ შემაძრწუნებელი ფაქტი გარემოსთვის- ციმბირში 6 თვის განმავლობაში ჰაერის საშუალო ტემპერატურა 5 გრადუსითაა გაზრდილი, ხოლო ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ტემპერატურის მქონე რეგიონში, ქალაქ ვერხოიანსკში ივნისში +38 გრადუსი დაფიქსირდა, რაც ანომალიური რეალობაა სინოპტიკოსთა თქმით.
მეცნიერთა თქმით, კლიმატური გარემოს შეცვლაზე ძალზე ნეგატიურ გავლენას ახდენს მასობრივი ხანძრები ტყეებში, აგრეთვე მავნე ორგანიზმების გავრცელება და ძალზე ხშირად ნავთობის ჩაღვრა ოკეანეებსა და ზღვებში.

მასალის გამოყენების პირობები






