ამერიკის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ ის კომპანიები გააფრთხილა, რომლებიც რუსეთის გაზსადენის, „ჩრდილოეთ ნაკად 2“-ისა და „თურქეთის ნაკადის“ მილსადენის პროექტში არიან ჩართულნი და აღნიშნა, რომ ისინი ამერიკის მიერ დაწესებულ სანქციათა სიაში იმყოფებიან.
პომპეომ სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს-ბრიფინგზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტი ანახლებს საჯარო სახელმძღვანელო ღონისძიებებს ამერიკის მთავრობისთვის სანქციების პაკეტის რედაქტირებით, რომლებშიც ზემოხსენებულ პროექტებში მონაწილე ორგანიზაციებიც შედიან.
„სანქციათა სიაში მოიაზრება ინვესტიციები და სხვადასხვა აქტივობები, რომლებიც დაკავშირებულია რუსეთის ენერგო მილსადენების პროექტებთან. ეს გახლავთ ღია გაფრთხილება იმ კომპანიებისთვის, რომლებიც ეხმარებიან და დანაშაულის ჩადენისკენ აქეზებენ რუსულ საზიანო დამღუპველ პოლიტიკას , რომლის მიმართ ტოლერანტულები ვერ ვიქნებით“ - ან ახლავე გამოდით, ან დაელოდეთ შედეგებს- აღნიშნა პომპეომ.
ამერიკელი მაღალჩინოსანის თქმით, მსგავსი სახის ინვესტიციები არ გახლავთ კომერციული ხასიათის მხოლოდ, არამედ ისინი წარმოადგენენ კრემლის მთავარ იარაღს ევროპის დამოკიდებულების გაზრდას რუსულ ენერგო რესურსებზე.
მასალის გამოყენების პირობები






