აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ილჰამ ალიევმა სომხეთთან სამხედრო დაპირისპირებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მოსახლეობისთვის მოლაპარაკების პროცესი კონფლიქტის დარეგულირების საკითხთან მიმართებით უაზრო და მოსაბეზრებელია.
„აგრესორმა სომხეთმა უნდა გააცნობიეროს, რომ აზერბაიჯანელი ხალხის მოთმინება შეუზღუდავი არ არის და ისინი არასდროს შეურიგდებიან საკუთარი ტერიტორიის ოკუპაციას-ამაზე ისინიც უნდა დაფიქრდნენ, ვინ შუამავლობას გვთავაზობს საკითხის მოგვარებისთვის. აზერბაიჯანელი ჯარისკაცების სისხლს შურისძიების გარეშე არ ჩაუვლია და არც ჩაივლის. აზერბაიჯანის სუვერენული საზღვრები და ტერიტორიული მთლიანობა უნდა აღდგეს და ამ საკითხთან მიმართები ჩვენ კატეგორიულები ვართ“- აღნიშნა ალიევმა.
შეგახსენებთ, რომ შეტაკებები ტოვუზისა და თავუშის რეგიონებში ამ დრომდე აქტიურ ფაზაშია და ხშირი ინტენსივობით მიმდინარეობს აზერბაიჯანელ და სომეხ სამხედროებს შორის. აქტიურად იყენებენ მსხვილკალიბრიან ტყვიამფრქვევებსა და ნაღმტყორცნებს მებრძოლები. შეიარაღებული დაპირისპირება 12 ივლისს დაიწყო , რასაც სულ 20-მდე ჯარისკაცი ემსხვერპლა ორივე მხრიდან.
მასალის გამოყენების პირობები






