58 წლის ვლადისლავ კუზნეცოვის მკვლელობაში ბიკოვსკის თანამზრახველი აიტ სპეციალისტი, 30 წლის ალექსანდრე ხარლამოვი იყო.
ბოროტმოქმედები აგრეთვე თავს დაესხნენ პროფესორის საბანკო ანგარიშებს მას შემდეგ, რაც მათ ქლოროფორმით გაჟღენთილი ცხვირსახოცის გამოყენებით გონება დააკარგინეს ლექტორს. ყოფილმა სტუდენტებმა საერთო ჯამში 17 000 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტი მოპარეს 58 წლის მამაკაცს.
როდესაც მეგობრებმა გააცნობიერეს, რომ კუზნეცოვი აღარ სუნთქავდა, მათ აიღეს მისი სხეული და ხარლამოვის ბინაში წაიღეს, სადაც ნაწილებად დაჭრეს პროფესორის სხეული და მჟავით სავსე კონტეინერში მოათავსეს, რასაც ისინი საცხოვრებელი ბინის აივანზე 3 თვის განმავლობაში მალავდნენ.
აღნიშული სასტიკი დანაშაულის შესახებ ხარლამოვმა უამბო პოლიციას და განაცხადა, რომ მას აღარ შეეძლო ამ ამბის უფრო დიდხანს დამალვა.
მასალის გამოყენების პირობები






