ფილიპინების შინაგან საქმეთა მინისტრი, ედუარდო ანო დაჟინებით ითხოვს საზოგადოებისგან, დაუყოვნებლივ აცნობონ კორონავირუსის შემთხვევების დაფიქსირების შესახებ. იგი ემუქრება მოსახლეობას - "თუ ადამიანმა იცის, რომ იგი ინფიცირებულია ან იცის, რომ სხვას დაავადების სიმპტომები აღენიშნება და ამის შესახებ სამართალდამცავ უწყებებს არ აცნობებს, მას პატიმრობა ელის".
გავრცელებული ინფორმაციით, მთავრობა კოვიდ 19-ის გავრცელების შემცირების გამო ძალზე მკაცრ მიდგომებს ახორციელებს მიმდინარე კვირის განმავლობაში მოსახლეობის მიმართ, რაც განპირობებული იქნა 1 ივნისს შეზღუდვების მოხსნის შემდეგ აღნიშნული დაავადებით გარდაცვლილი პაციენტების რაოდენობის ზრდით.
„ჩვენ არ გვსურს, რომ კოვიდ დადებითი პაციენტები სახლში დარჩნენ, განსაკუთრებით კი მაშინ, როდესაც საცხოვრებლებში საიზოლაციო სივრცეები არ არსებობს. ჩვენ ვივლით თითოეულ სახლში, დავაფიქსირებთ კოვიდ ინფიცირებულ პაციენტებს და გადავიყვანთ საიზოლაციო-სამედიცინო განყოფილებებში“- აღნიშნა შინაგან საქმეთა მინისტრმა.
ზემოხსენებული ინიციატივა საგანგაშო აღმოჩნდა ადამიანის უფლებათა დამცველი ჯგუფებისთვის, რომლებიც აცხადებენ, რომ პოლიციელთა დაუსჯელობა და ეს კანონი საშუალებას მისცემს იძალადონ საზოგადოების ღარიბ წარმომადგენლებზე.
მასალის გამოყენების პირობები






