თურქეთის სამართლიანობისა და განვითარების პარტიის პრესსპიკერმა, AL-JAZEERA-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ სტამბოლისთვის საკულტო ხუროთმოძღვრული და უმნიშვნელოვანესი კულტურული ღირებულების მქონე აია-სოფიაში ქრისტიანული მოზაიკები სპეციალური ფარდებითა და ლაზერებით დაიფარება.
ქრისტიანული ხატები და ფრესკები „ღია“ იქნება ყველა ტურისტისთვის , ხოლო აია-სოფიას მონახუელბა ყველა მსურველს უფასოდ შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ თურქეთის უზენაესმა სასამართლომ მე-6 საუკუნეში ბიზანტიის იმპერიის მიერ აშენებული ქრისტიანული ტაძარი, რომელსაც 1934 წელს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი მიენიჭა, მეჩეთად გადაკეთდა.
აღნიშულმა გადაწყვეტილებამ საერთაშორისო ვნებათაღელვა გამოიწვია რუსებისა და ბერძნებისა დ ააგრეთვე განსაკუთრებული კრიტიკა დაიმსახურა UNESCO-სგან. იუნესკოს მძაფრი რეაქცია უჩვეულო აღმოჩნდა თურქეთის პრემიერ-მინისტრ მევლუთ ჩავაშოღლუსთვის, რომელმაც აღნიშნა, რომ მომდევნო ნაბიჯების შესახებ აუცილებლად ჩააყენებს საქმის კურსში აღნიშნულ ორგანიზაციას.
„თურქეთი ძალზე მგრძნობიარედ იცავს თავის ისტორიულ ხასიათს. ჩვენ უნდა დავიცვათ წინაპრების მიერ გადმოცემული მემკვიდრეობა“- აღნიშნა მევლუტ ჩავაშოღლუმ.
მასალის გამოყენების პირობები






