უსახლკაროდ დარჩენილმა მამაკაცმა 21 სკოლის მოსწავლის სიცოცხლე იმსხვერპლა- რა მოხდა რეალურად
მსოფლიო - 15:34, 15 Jul, 2020     2010

ჩინეთში ბოლო პერიოდში საყოველთაოდ გავრცელებული კაშხლის ტრაგედიის შესახებ ახალი შემაძრწუნებელი დეტალი გახდა ცნობილი, რაც ავტოკატასტროფის განმსაზღვრელი ფაქტორი გამოდგა. როგორც CNN-ისთვის გახდა ცნობილი, სკოლის მოსწავლეებით სავსე ავტობუსის მძღოლმა კაშხალში ავარია განძრახ მაოწყო მას შემდეგ, რაც მან გაიგო, რომ რამდენიმე საათით ადრე ხელისუფლების განკარგულებით მისი საცხოვრებელი კორპუსი დაანგრიეს.

აღნიშნული შემზარავი ტრაგედიის დროს 7 ივლისს, ავტომობილმა გაარღვია კაშხალთან არსებული დამცავი ჯებირები და წყალში გადაეშვა, რომლის შედეგადაც 21 ადამიანი გარდაიცვალა და 15 მძიმედ დაშავდა. გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მოსწავლეები კოლეჯში მისაღებ გამოცდაზე მიერმართებოდნენ.

თანამშრომელთა ინფორმაციით, ავტობუსის მძღოლი, სახელად ჟანი ძალზე უბედურად თვლიდა თავს- კატასტროფის დღეს მისი საცხოვრებელი სახლი დაანგრიეს.ჟანის ცვლა შუადღისას უნდა დაწყებულიყო, თუმცა მან მეორე მძღოლს სთხოვა რომ გაეცვალა განრიგი, რათა დილით დაეწყო მუშაობა.

დილის 9 საათზე მან ჩინური ძლიერი ალკოჰოლური სასმელი იყიდა და ბოთლი ბოლომდე გამოცალა. ავარიამდე ცოტა ხნით ადრე მან ცნობილ სოციალურ ქსელ WECHAT-ში თავის შეყვარებულს გაუგზავნა ხმოვანი შეტყობინება, სადაც მძღოლი ცხოვრებაზე ხალისის დაკარგვისა და ძლიერ ემოციურ ზეწოლაზე საუბრობდა.

სახელმწიფო მედიის, CHINA DAILY-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით ირკვევა, რომ ჟანს დროებით მფლობელობაში გადასცეს კერძო საკუთრება მაშინ როდესაც იგი დიზელის ძრავების ქარხანაში მუშაობდა. პოლიციის თქმით, მძღოლი გარკვეული დროის მანძილზე ბოლო პერიოდში აქ არ ცხოვრობდა, თუმცა იგი ინფორმირებული იყო, რომ შენობა ახალი სამშენებლო პროექტის ფარგლებში დანგრევას ექვემდებარებოდა. მან სახლის დაკარგვის სანაცვლოდ მშენებელ კომპანიას კომპენსაცია მოსთხოვა ახალი საცხოვრებლის შესასყიდად, რაზეც მას სახლის ნაცვლად 10 360 $ შესთავაზეს და უარი უთხრეს ახალ სახლზე.

გავრცელებული ინფორმაციით, ჟანმა სწორედ ავტოკატასტროფის დღეს გაიგო საცხოვრებლის დანგრევის შესახებ, რომლითაც იგი უსახლკარო გახდა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42