ჩინეთში საავადმყოფომ ბოდიში მოიხადა მას შემდეგ, რაც გარდაცვლილთა ოჯახის წევრებს შემთხვევით მორგიდან სხვა დაღუპული ადამიანების სხეულები გადასცა. შეცდომა გამოვლინდა მას შემდეგ, როდესაც ოჯახის ერთ-ერთმა წევრმა აღმოაჩინა, რომ ნაცვლად 21 წლის ნათესავისა, მათ 80 წლის ქალის სხეული გადასცეს.
სანამ მამაკაცის ოჯახის წევრები მიაკითხავდნენ საავადმყოფოს, 2 კვირით ადრე ხანდაზმული ქალის ნათესავები მივიდნენ, რომელთაც ახალგაზრდა მამაკაცის სხეული გაატანეს, თუმცა მათ ვერ აღმოაჩინეს ვიზუაულური განსხვავება სხეულებს შორის და ეგონათ რომ 80 წლის ქალბატონი დაკრძალეს.
გავრცელებული ინფორმაციით, ახალგაზრდა მამაკაცმა ჰუბეის პროვინციის მორგის ადმინისტრაციას 1100 ფუნტი სტერლინგის ეკვივალენტური თანხა გადაუხადა, რათა გარდაცვლილის სხეული გარკვეული პერიოდი შეენახათ, სანამ მისი დაკრძალვისთვის საფლავს არ მოამზადებდნენ.
აღნიშნულის შემდეგ ოჯახმა იჩივლა პოლიციაში, გამოძიებამ დაადგინა საქმის ვითარება, რომლის შემდეგაც მორგის თანამშრომლებთან ერთად მოხდა გვამის ეგსგუმირება და მისი ოჯახის წევრისთვის გადაცემა. ორივე ოჯახს კლინიკამ მიყენებული ზარალის გამო კომპენსაცია გადაუხადა.

მასალის გამოყენების პირობები






