გერმანიის პოლიციამ ოფიციალური მიმართვა გაავრცელა, რომლითაც ირკვევა, რომ 101 წლის ქალი მოხუცთა თავშესაფრიდან გაიქცა, რათა ქალიშვილი თავის დაბადების დღეზე მოენახულებინა. მას შემდეგ, რაც იგი თავშესაფრის სახლის საავარიო გასასვლელიდან გაიქცა, დაიკარგა, გზა აერია და საპატრულო დანაყოფმა დააკავა.
ქალმა ოფიცრებს განუცხადა, რომ იგი ქალიშვილთან ერთად ქალაქგარეთ ცხოვრობდა ჩრდილოეთ გერმანიაში, თავდაპირველად პოლიციელები მას სკეპტიკურად უყურებდნენ, თუმცა როდესაც იგი შვილის სახლში მიიყვანეს სიმართლე გაირკვა და იგი უკან დააბრუნეს. 101 წლის ქალბატონი ქალიშვილის სახლში არ შეუშვეს, თუმცა მას შვილის ნახვის ნებართვა პოლიციის მანქანის ფანჯრიდან დართეს. პოლიცია მას შემდეგ გამოიძახეს, რაც მოხუცთა თავშესაფრის ადმინისტრაციამ ქალის მოძებნა ვერ შეძლო და მისი კვალი სრულად დაკარგა.
დაკავების მომენტში ქალმა განაცხადა, რომ იგი თავის ქალიშვილთან ერთად ცხოვრობდა. როდესაც 101 წლის ადამიანი დააბრუნეს ხანდაზმულთა თავშესაფარში მისმა ქალიშვილმა პოლიციელებს განუცხადა, რომ დედამისი 2 კვირაა უკვე რაც აქ იმყოფება, თუმცა ამ ხნის განმავლობაში მას შვილი ძალზე ენატრებოდა.
მასალის გამოყენების პირობები






