ბრიტანულმა მობილურის ოპერატორებმა აკრძალეს კომპანია HUAWEI-ს უახლესი 5G ქსელი მობილური ოპერატორების შესყიდვა. აღნიშნული შეზღუდვა აქტიურ მოქმედებაში 2020 წლის 31 დეკემბრიდან დადგება დღის წესრიგში. ბრიტანულმა კომპანიებმა 2027 წლამდე უნდა აკრძალონ ყველა ჩინური 5G მოწყობილობების ოპერირება ქვეყნის ტერიტორიაზე.
აღნიშული გადაწყვეტილება ვაშინგტონის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე მოხდა, რომლის ფარგლებში ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ ჩინური კომპანიები წარმოადგენენ ნაციონალურ საფრთხეს ქვეყნისთვის.
ბრიტანეთის ციფრული ქსელის ხელმძღვანელმა, ოლივერ დოუდენმა აღნიშნა, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება ქვეყნის 5G ქსელზე გადასვლის პროცედურას მინიმუმ 1 წლით შეაჩერებს.
„ეს არ ყოფილა მარტივი გადაწყვეტილება, თუმცა მაინც სწორი მიდგომაა ბრიტანეთის ტელეკომუნიკაციური ქსელისთვის, ჩვენი ეროვნული უსაფრთხოებისა და ეკონომიკის ჯანსაღი ფუნქციონირებისთვის მოკლე და და გრძელვადიან პერსპექტივაშიც კი“ - განაცხადა დოუდენმა.
მასალის გამოყენების პირობები






