ამერიკის საზღვაო ბაზა სან-დიეგოზე დოკში მდგარ WASP-ის კლასის ამფიბიურ სადესანტო ხომალდ USS BONHOMME-ს ცეცხლი გაუჩნდა. ხანძრის შედეგად 4 სამოქალაქო პირი და 17 მეზღვაური დაშავდა, რომლებიც სიცოცხლისთვის არასახიფათო დაზიანებებით გადაიყვანეს საავადმყოფოში.
ამ დრომდე მიმდინარეობს გამოძიება თუ რა გახდა ხანძრის მიზეზი.სან-დიეგო აღნიშნული ხომალდის ბაზირების მთავარ არეალს წარმოადგენს, სადაც მიმდინარეობდა სტანდარტული სერვის მომსახურების პროცედურა. აფეთქების მომენტში ბორტზე 160 მეზღვაური იმყოფებოდდა.
აღნიშული სადესანტო ხომალდის მთავარ დანიშნულებას მაღალტექნოლოგიურად აღჭურვილი საზღვაო ქვეითებისა და და სახმელეთო ტექნიკის, აგრეთვე ვერტმფრენებისა და დამრტყმელი, ან სადაზვერვო ავიაციის ტრანსპორტირებაა.საერთო ჯამში 1800-ზე მეტი სამხედროს გადაყვანა შეუძლია ზემოხსენებულ ხომალდს.
მასალის გამოყენების პირობები






