თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა ხელი მოაწერა ბრძანებას, რომლითაც სტამბოლში არსებული აია-სოფიას „ბიზანტიური“ უდიდესი ყოფილი მართლმადიდებულური ტაძარი უკვე ოფიციალურად გადაკეთდება მეჩეთად.
აღნიშნულ გადაწყვეტილებამდე თურქეთის უმაღლესმა ადმინისტრაციულმა სასამართლომ აია-სოფიას მსოფლიო კულტურული ღირებულების მუზეუმის სტატუსი გაუუქმა.
აღნიშნული მართლმადიდებლური ქრისტიანული ტაძარი 1500 წლის წინ, 537 წელს ბიზანტიის იმპერატორის, იუსტინიანეს დროს აიგო. აღნიშნული ტაძარი გუმბათის სიდიდით ყველაზე მასშტაბურს და მოცულობითს წარმოადგენს მთელ მსოფლიოში. აია-სოფია საუკუნეების განმავლობაში ბიზანტიის იმპერიის უმნიშვნელოვანეს სიმბოლოს წარმოადგენდა. 1453 წელს, როდესაც ბიზანტია გაანადგურა ოსმალთა იმპერიამ მეჰმედ II ფათიჰის ხელმძღვანელობით, ტაძარი თურქების გავლენის ქვეშ აღმოჩნდა, რომლის ფონზეც იგი გადაკეთეს მეჩეთად. საუკუნეების შემდეგ, მე-20 საუკუნეში, 1934 წელს ოსმალთა იმპერიის პერიოდში ტაძარს მუზეუმისა და იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა.
აღნიშნულმა მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ორგანომ მკაცრად მოითხოვა თურქეთისგან ძეგლისთვის სტატუსი არ შეეცვალა. ზემოხსენებულ პროცესებს ძალზე ნეგატიურად შეხვდა აღმოსავლეთ მართლმადიდებლური ეკლესიის მეთაურობა. საბერძნეთმაც, რომელიც მილიონობით მართლმადიდებელი ქრისტიანის სამშობლოა, დაგმო აღნიშნული გადაწყვეტილება. საბერძნეთის კულტურის მინისტრმა, ლინა მენდონმა აღნიშნა, რომ ერდოღანის მიერ გამოვლენილი ნაციონალისტური მიდგომებით მისი ქვეყანა 6 საუკუნით უკან იხევს.
მასალის გამოყენების პირობები






