ამერიკელი გენერალი რუსეთს სამაგიეროს გადახდით ემუქრება -"აუცილებლად იქნება საპასუხო მოქმედებები რუსეთის წინააღმდეგ"
მსოფლიო - 14:42, 10 Jul, 2020     1705

ამერიკის მაღალჩინოსანი სამხედროს განცხადებით, სადაზვერვო უწყებები მუშაობენ შესაბამისი მტკიცებულებების მოპოვებით იმ ბრალდებების დადასტურებას, რომლითაც გამყარდება ეჭვები, რომ რუსები თალიბანის მებრძოლებს ამერიკელი ჯარისკაცების მკვლელობისთვის ფულს უხდიდნენ.

გენერალი მარკ მაილის თქმით, აღნიშნული ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში აუცილებლად იქნება მკაცრი პასუხი რუსეთის წინააღმდეგ.

„ჩვენ ამ საქმეს სიღრმიდან ვიკვლევთ. თუ სინამდვილეში დადასტურდება, რომ ეს იყო შეკვეთილი მკვლელობები, მაშინ მეც და თითოეული ჩვენგანი, ვისაც ფორმა გვაცვია ძალზე შებღალული, შეურაცხყოფილი გამოვდივართ. ეს ძალზე მნიშვნელოვანია. ჩვენ ჯერ ამ მასშტაბის ფაქტები არ გაგვაჩნია, თუმცა ჯერ კიდევ ვმუშაობთ“ - აღნიშნა მარკ მაილიმ.

„ეს საკითხი სტრატეგიულ დონეზეა. აქ არის დიპლომატიური, ეკონომიკური და ინფორმაციული საკითხები. სანქციები , სატელეფონო ზარები და სხვა სახის ზეწოლებია და მე შემიძლია გითხრათ, რომ ამ ჩამოთვლილი ბერკეტებიდან ნაწილი გაკეთებულია. ვახორციელებთ ამისთვის საკმარის ღონისძიებას? ალბათ არა, ეს არა მხოლოდ რუსების, აგრეთვე სხვა მოწინააღმდეგეების შემთხვევაშიც ესეა.“ - განაცხადა მაილიმ.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ბრალდებებთან დაკავშირებით NEW YORK TIMES-მა ჩაატარა ჟურნალისტური გამოძიება, რომლითაც ღიად ადებდნენ ხელს რუსეთის სამხედრო დაზვერვას, რომელიც თალიბანის მებრძოლებს უხდიდა ფულს ავღანეთში მყოფი ამერიკელი და კოალიციის ძალების სამხედროთა მკვლელობისთვის.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42