დროებითი მმართველი დამოუკიდებელ მედიაში - რას ამბობს ბექაური
საზოგადოება - 14:22, 10 Jul, 2020     607

კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარის კახა ბექაურის განცხადებით, ცვლილებებს კავშირი არ აქვს მაუწყებლებთან.

ბექაურმა ასევე აღნიშნა, რომ ცვლილებების მიზანი არა ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში ავტორიზებული პირებისთვის დამატებითი კონტროლის დაწესება არამედ მომხმარებლების უფლებების დაცვაა.

„ბევრი სპეკულაციები მოვისმინე ბოლო დღეებში „მაუწყებლობის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით. მათ შორის არასამთავრობოების მხრიდან ითქვა, რომ ეს არის ანტიკონსტიტუციური ცვლილებები, ეს არ არის სიმართლე, რადგან ორ კანონში უკვე ასეთი მექანიზმი, თუ ორ კანონში არ არის ანტიკონსტიტუციური მესამეში ვერ იქნება და ეს არის სიცრუე,-" განაცხადა კახა ბექაურმა.

კახა ბექაურმა, ყურადღება გაამახვილა „ელექტრონული კომუნიკაციების" შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების თანმდევ პაკეტზეც და განაცხადა რომ პარლამენტთან შეთანხებით თანმდევი ცვლილებების პაკეტი მოხსნილია დღისწესრიგიდან.

„ამ პაკეტს თან ახლდა თანმდევი ცვლილებები, რომელიც ითვალისწინებდა სასამართლოში გასაჩივრების ნაწილს, სასამართლო პრაქტიკა შეცვლილია ბევრი წელია, შესაბამისად კომისიის გადაწყვეტილებები ავტომატურად აღარ ჩერდება. ასევე კანონის მიხედვით შესაძლებელია კომპანიამ მოითხოვოს და გაასაჩივროს, სპეციალური მმართველის დანიშვნა, რადგანაც კომისიის გადაწყვეტილებების სასამართლოში გასაჩივრების ავტომატური გაჩერება ასოცირების შეთანხმების მიხედვით არის ხარვეზი, რომელიც უნდა აღმოიფხვრას. ვინაიდან, ვალდებულება გვაქვს, რომ ჰარმონიზაციაში მოვდიეთ ასოცირების შეთანხმებასთან და ავტომატურად არ მოხდეს კომისიის გადაწყვეტილებების გაჩერება, თანმდევ დოკუმენტაციაში წარმოვადგინეთ ეს ცვლილებებიც, რომელიც ეხება ყველას მათ შორის მედიას, რადგან ჩვენ მაუწყებლობის სფეროსაც ვარეგულირებთ. თუმცა, ძირითადი ცვლილებების არსი აბსოლუტურად სხვა არის და კავშირი არ აქვს მედიასთან, ამიტომ, როდესაც მთავრობამ ინიციატივა დაარეგისტრირა, სამუშაო რეჟიმში პირველივე დღეს პარლამენტთან შევთანხმდით, რომ ეს თანმდევი დოკუმენტაცია არ არის აუცილებელი, ამიტომ შევთანხმდით პარლამენტთან, რომ ეს ცვლილება აღარ იქნება.

რაც შეეხება მეორე ნაწილს, რომელზეც უკვე ვილაპარაკე ბევრი ამ ცვლილებების მიზანი არის არა იძულების მექანიზმის გაძლიერება კომპანიებზე, ეს ცვლილება ემსახურება მომხმარებლების უფლებების დაცვას, რადგან თუ აღსრულება ეფექტური არ არის, უნდა შეჩერდეს ავტორიზაცია, ჩვენ ვითხოვთ უფრო მსუბუქ მექანიზმს რათა მომხმარებელი დავიცვათ კომუნიკაციის შეწყვეტისგან",- განაცხადა კახა ბექაურმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42