ამერიკაში კორონავირუსის გავრცელების მორიგი ანტირეკორდი დაფიქსირდა- უკანასკნელი დღე-ღამის განმავლობაში 61 000-მდე შემთხვევა აღინიშნა, რაც უპრეცედენტო მასშტაბს წარმოადგენს ბოლო 24 საათის ზრდის მაჩვენებლის მხრივ. მიუხედავად იმისა, რომ კოვიდ 19-ის დაავადების ყოველდიუღი ანტირეკორდული ზრდა ფიქსირდება, ძალზე დაკლებულია ფატალური შემთხვევების რიცხვი.
ამ დროისთვის, სულ 3 220 000-ზე მეტი ადამიანი დაინფიცირდა სულ კორონავირუსისგან, ხოლო 135 000 მათგანი კი გარდაიცვალა. 1 426 000 უკვე გამოჯანმრთელდა, ხოლო 1 658 000 ამ დრომდე საავადმყოფოში რჩება და მკურნალობის აქტიურ კურსს გადის. დონალდ ტრამპის განცხადებით, არ აპირებენ საყოველთაო კარანტინის განახლებას, რადგან მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს ეკონომიკური ზარალის აღდგენა და „დაკარგული სამუშაო“ ადგილების დაბრუნება.
მასალის გამოყენების პირობები






