თავგადასავალი, რომელიც ესტონელ ტურისტს ფილიპინებში, მანილას საერთაშორისო აეროპორტში გადახდა, ძალზე ჰგავს სტივენ სპილბერგის ფილმის, ტერმინალის მთავარი როლის შემსრულებლის, ტომ ჰენქსის ისტორიას, რომელიც იძულებულია აეროპორტის ტერმინალში იცხოვროს.
ესტონელი ტურისტი მთავრობისგან დახმარებას ითხოვს- იგი უკვე 100 დღეზე მეტია, რაც კორონავირუსის მიერ გამოწვეული კრიზისისა და კარანტინის გამო ფილიპინების აეროპორტში ცხოვრობს. რომან ტრომიფოვი მანილას საერთაშორისო აეროპორტში ჩარჩა 20 მარტიდან, იმ დღიდან როდესაც იგი ბანგკოკიდან ჩამოფრინდა. მას ქვეყანაში შესვლაზე ხელისუფლებამ უარი უთხრა მას შემდეგ, რაც ფილიპინების ტერიტორიაზე გადაადგილებისთვის ნებართვის დამშვები ვიზების გაცემა კორონავირუსული პანდემიის გამო აკრძალეს. ტურისტმა აგრეთვე ქვეყნიდან გამოსვლაც ვერ შეძლო, რადგან AIRAISIA-მ გააუქმა მისი სრული განრიგი ფრენებთან დაკავშირებით.
ტროფიმოვის თქმით, ესტონეთის საელჩომ ვერ მოახერხა მისი ქვეყანაში დაბრუნებისთვის აუცილებელი ზომების მიღება, თუმცა ოფიციალური პირები ირწმუნებიან, რომ მამკაცმა უარი განაცხადა საევაკუაციო გაფრენაზე. ტროფიმოვის განცხადებით, მას საელჩომ შესთავაზა ამსტერდამში გაფრენა და შემდეგ ესტონეთში დაბრუნება, თუმცა საამისოდ მას 1500 ევრო მოსთხოვეს, რაზეც განაცხადა, რომ ამდენი თანხა არ ჰქონდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ტროფიმოვი აეროპორტის სასტუმროში ცხოვრობს და მომსახურე პერსონალის მიერ "გაცემული შემოწირულობებით იკვებება".
„ტურისტის განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა, რადგან არასაკმარისად იკვებება, აგრეთვე მზის სხივებისა და სუფთა ჰაერის დეფიციტს განიცდის.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მამაკაცის ისტორია ძალზე ჰგავს ფილმ ტერმინალის სცენარს, რომელიც ნამდვილ ფაქტებზეა დაფუძნებული და ეხება ირანელი ლტოლვილის, მეჰრან კარიმ ნასერის ისტორიას, რომელიც პარიზის შარლ დე გოლის აეროპორტში ცხოვრობდა 1988-იდან 2006 წლამდე.
მასალის გამოყენების პირობები






