კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტი კარანტინიდან სუპერმარკეტის დასათვალიერებლად და სელფების გადასაღებად გაიქცა
მსოფლიო - 13:32, 09 Jul, 2020     1034

ახალი ზელანდიის გენერალურმა პროკურატურამ სისხლის სამართლის საქმე აღძრა კორონავირუსით ინფიცირებულ პაციენტზე, რომელიც კარანტინიდან სუპერმარკეტის დასათვალიერებლად გაიქცა.

3 ივლისს ინდოეთიდან ჩამოსული ინფიცირებული 32 წლის მამაკაცი იზოლაციაში იმყოფებოდა 5 დღის განმავლობაში, თუმცა იგი ოკლენდში სასტუმროს ღობედან გადაძვრა და ადგილობრივ სურსათის მაღაზიაში შეიჭრა, სადაც თაროებზე განლაგებულ პროდუქტებს ათვალიერებდა და სელფებს იღებდა.

ახალი ზელანდიის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნული ფაქტი დაგმო და ინციდენტი შეაფასა, როგორც „ეგოიზმის გამოვლინება“. ახალ ზელანდიაში კორონავირუსის ადგილობრივი გავრცელების ფაქტი 22 მაისიდან არ დაფიქსირებულა, თუმცა ხარვეზებმა საზღვრის უსაფრთხოებაში შესაძლოა გამოავლინოს დაავადების გავრცელების ახალი კლასტერი.

ეარ კომოდორ დარინ ვებმა, ახალი ზელანდიის საიზოლაციო და საკარანტინო უწყების ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ 32 წლის მამაკაცს უკვე დაუდასტურდა კორონავირუსი.

გავრცელებული ინფორმაციით, მამაკაცი ღამით სიგარეტს ეწეოდა , რომლის შემდეგაც იგი გაიქცა სტემფორდის პლაზას სასტუმროდან. დაცვამ სცადა მისი შეკავება, თუმცა იგი მალევე გაუჩინარდა.

მისი გადაადგილება ასახულია სუპერმარკეტის სათვალთვალო კამერაზე. მაღაზიის აღმასრულებელმა დირექტორმა ადგილობრივი მედიის წარმომადგენლებს განუცხადა, რომ გაქცეული პაციენტი დიდი ხნის განმავლობაში ათვალიერებდა ჯანმრთელობისა და თავის მოვლის საშუალებების სექციებს მაღაზიაში- „ მას თან ტელეფონი ჰქონდა, რომლითაც ფოტო-სელფებს იღებდა“.

შეგახსენებთ, რომ ახალ ზელანდიაში დაფიქსირებული 1540 ინფიცირებული პაციენტიდან 1494 გამოჯანმრთელდა, ხოლო 24 ამ დრომდე იმყოფება საავადმყოფოებში.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42