უპრეცედენტო ოპერაცია- ექიმებმა სიამის ტყუპები ერთმანეთისგან განაცალკევეს...ისინი სრულფასოვან ცხოვრებას შეძლებენ
მსოფლიო - 14:59, 08 Jul, 2020     1067

იტალიაში ნეიროქირურგებმა უნიკალური ოპერაცია ჩაატარეს - წარმატებით მოახერხეს 2 წლის სიამის ტყუპების ერთმანეთისგან განცალკევება. ეს მსგავსი ტიპის პირველი ოპერაციაა, რომელიც განხორციელებულა რომში უკანასკნელი წლების განმავლობაში.

ტყუპების, ერვინასა და პრევინას თავის ქალები ერთმანეთზე მჭიდროდ, მიბჯენით იყო შერწყმული, რომელთაც საერთო სასიცოცხლო სისხლძარღვები გააჩნდათ- აღნიშნული მდგომარეობა მხოლოდ 2 მილიონ ახალშობილში ერთხელ ფიქსირდება.

ოპერაცია 18 საათის განმავლობაში წარიმართა რომში, ვატიკანის მფლობელობაში არსებულ გესუს სახელობის პედიატრიულ საავადმყოფოში, რომელშიც ჩართული იყო 30-მდე ექიმი და ექთანი. საერთო ჯამში, სულ 3 ოპერაცია ჩატარდა. ქირურგიული ჩარევიდან ერთი თვის თავზე გოგონების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ინფექციის ჩაჭრის რისკი ამ დრომდე მაღალია, რის გამოც ბავშვებმა სპეციალური დამცავი ჩაფხუტი უნდა ატარონ რამდენიმე თვის განმავლობაში. რეაბილიტაციის ფაზის შემდეგ, მიჩნეულია, რომ მცირეწლოვნები დაუბრუნდებიან ნორმალური ცხოვრების რიტმს.

ექიმების განცხადებით, აღნიშნული ოპერაცია ძალზე რთული იყო და სიცოცხლის ფატალურად დასრულების რისკსაც კი შეიცავდა, რადგან სისხლძარღვები, რომლითაც გოგონების სისხლი თავიდან მათ გულში ნაწილდებოდა ერთმანეთთან იყო შერწყმული.

საწყისი ორი ოპერაციის შემდეგ წარმატებით მოხერხდა ბავშვებისთვის ვენური სისტემის აღდგენა. მე-3 ოპერაციის დროს კი , საერთო თავის ქალიდან ძვლები ერთმანეთისგან განაცალკევეს, შემდეგ კი ქირურგებმა აღადგინეს ორივე ბავშვის ტვინის გარსი და ხელახლა შექმნეს კანის ჩარჩოები თავის ქალის გარშემო.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42