ლონდონში შაბათს მოძრაობა შეჩერდა მას შემდეგ, რაც ქალის თეთრეულის ცნობილი ბრიტანული ბრენდის მოდელები ქალაქის ქუჩებში საპოზიოროდ გამოვიდნენ, რათა აღენიშნათ ზაფხულის ცხელი პერიოდის „სუპერ შაბათი“.
ექვსმა სხვადასხვაგვარი გარეგნობისა და სხეულის ზომების მქონე თეთრეულში გამოწყობილმა ქალმა გაისეირნა ბრიტანეთის დედაქალაქის ყველაზე ცნობილ და უბნებში, მათ შორის რეიმონდ რევვიუბარზე, ადმირალ დუნკან პაბისა და სოჰოს მოედნის მიმდებარე ტერიტორიაზე.
ყველა მოდელი ერთმანეთისგან ერთი მეტრის მოშორებით იდგა და იცავდა სოციალური დისტანციის წესებს პანდემიის ფონზე.
„BLUEBELLA” -ს ბრენდის ქალის თეთრეულში გამოწყობილმა მოდელებმა „გაბედე გაშიშვლდეს“ კამპანიის ფარგლებში თავიანთი გამოსვლით აღნიშნეს, ბარების, რესტორნებისა და სილამაზის სალონების გახსნა 3 თვიანი კორონავირუსული კარანტინის შემდეგ.
ზემოხსენებულ მოდელებს შორის გაერთიანებულნი იყვნენ ისეთი პროფესიის ქალები, როგორებიც არიან სავარჯიშო დარბაზების მენეჯერები, ბიომედიცინის სტუდენტები, დამხმარეები სამართლის საკითხებში და მსახიობები.




მასალის გამოყენების პირობები






