ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ აღიარა, რომ არსებობს მტკიცებულებები, რომლითაც დგინდება კორონავირუსული ნაწილაკების ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელება. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს BBC.
ჰაერწვეთოვანი გზით ვირუსის გადაცემა არ შეიძლება გამორიცხულ იქნეს ხალხმრავალ, დახურულ და ცუდად ვენტილირებულ სივრცეში. თუ აღნიშნული მტკიცებულებებით დაავადების ამგვარი ფორმით გავრცელების საშიშროება დადასტურდება, ჯანმოს სახელმძღვანელო რჩევები დახურულ სივრცეებში მოქმედებასთან დაკავშირებით შეიცვლება.
წერილში, რომლის ავტორი 200 მეცნიერია, ღიადაა დადანაშაულებული ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია, რომ მათ სწორად ვერ შეაფასეს რისკები კოვიდ 19-ის ჰაერწვეთოვანი გზით გავრცელებასთან მიმართებით- „ჩვენ გვინდოდა, რომ მათ არსებული მტკიცებულებების საფუძველზე ეღიარებინათ“- განაცხადა კოლორადოს უნივერსიტეტის ქიმიკოსმა, ხოსე ხიმენესმა.
„ ეს აშკარად არ გახლავთ თავდასხმა ჯანმოზე. ეს არის სამეცნიერო კამათი, თუმცა ჩვენ ვიგრძენით, რომ ამის შესახებ საჯაროდ უნდა განგვეცხადებინა, რადგან ისინი უარყოფდნენ ყოველგვარ მტკიცებულებებს ჩვენთან საუბრის დროს“- აღნიშნა ხიმენესმა.
ბენედეტა ალეგრანციმ, ჯანმოს ინფექციის პრევენციისა და კონტროლის ტექნიკურმა ხელმძღვანელმა აღნიშნა, რომ მტკიცებულებების შესაბამისად საჭიროა შემდგომი შეფასება სიტუაციისა. შეგახსენებთ, რომ ჯანმო კორონავირუსის გავრცელების მთავარ წყაროდ აღიქვამდა მხოლოდ დახველებისა და დაცემინების დროს ადამიანის ორგანიზმიდან გამოფრქვეულ ვირუსულ ნაწილაკებს, რომელიც ზედაპირზე ეცემოდა.
მასალის გამოყენების პირობები






