ჟაირ ბოლსონაროს კორონავირუსი დაუდასტურდა- მისი დიაგნოსტირება მას შემდეგ გადაწყდა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაცია ოფიციალურად ალაპარაკდა ქვეყნის პირველი პირისთვის კოვიდ 19-ის დაავადების მსგავსი სიმპტომების გამოვლენაზე.
მთავრობამ NBC NEWS-ს განუცხადა ორშაბათს, რომ ბოლსონარო თავს შეუძლოდ გრძნობდა და მას სხეულის ტემპერატურად 38 გრადუსი აღენიშნებოდა. 65 წლის პრეზიდენტი კორონავირუსის საფრთხე უკანასკნელი თვეების განმავლობაში არარელევანტურად აფასებდა და მას კოვიდ 19-ს „პატარა გრიპს“ უწოდებდა. იგი სისტემატურად აცხადებდა, რომ მისი, როგორც ყოფილი სპორტსმენის სხეული იმუნური იქნებოდა კორონავირუსის წინააღმდეგ.
ბრაზილია მსოფლიოში მეორე ადგილზეა კორონავირუსის გავრცელებისა და ფატალური შემთხვევების მხრივ. ქვეყანაში ოფიციალურად 1 628 000 შემთხვევა და 65 000-ზე მეტი გარდაცვლილი პაციენტი ფიქისრდება აღნიშნული დაავადებისგან. ნახევარ მილიონამდე ადამიანი კი ამ დრომდე რჩება საავადმყოფოში და აქტიურ მკურნალობის კურსს გადის.
მასალის გამოყენების პირობები






