აშშ-ში 2020 წლის ივლისის თვის პირველი კვირის დასვენების დღეები ქვეყნისთვის უკანასკნელი წლების განმავლობაში ერთ-ერთ ყველაზე მასშტაბურ სისხლიან „WEEKEND“-ად აღინიშნა. მასობრივი ძალადობას შედეგად მოჰყვა 160 ადამიანის სიკვდილი, 500-მა მათგანმა აგრეთვე სხეულის მძიმე დაზიანებები მიიღო.
ჯორჯიის გუბერნატორმა, ბრაიან კემპმა შტატში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა მას შემდეგ, რაც ატლანტაში ორშაბათს კრიმინალების მასობრივი დაუსჯელი მოქმედების შედეგად მოკლეს 31 ადამიანი. მაღალჩინოსნის გადაწყვეტილებით, სრულ მზადყოფნაში მოიყვანეს ეროვნული გვარდიის 1000 ჯარისკაცი, რომელთაც სახელმწიფო საკუთრების დაცვა და ქუჩებში პატრულირება აკისრიათ.
ჩიკაგოში განსაკუთრებით მძიმე და სისხლიანი იყო გასული უქმეები, რომლის დროსაც 17 ადამიანი მოკლეს, მათ შორის 7 წლის გოგონა და 14 წლის ბიჭი, ხოლო 63 ადამიანი კი მძიმედ დაჭრეს. აღნიშნული მცირეწლოვანი გოგონა თავის ოჯახთან ერთად აღნიშნავდა 4 ივლისის დამოუკიდებლობის დღესასწაულს, რა დროსაც მანქანიდან მოულოდნელად გადმოვიდნენ ადამიანები, რომელთაც გახსნეს ცეცხლი ბავშვის მიმართულებით.
შეგახსენებთ, რომ აღნიშნული მძიმე კრიმინალური ვითარება ამერიკაში მას შემდეგ გავრცელდა, რაც პოლიციელებმა რასისტული ნიშნით მოკლეს ჯორჯ ფლოიდი, რომელსაც ანტირასისტული აქციები მოჰყვა მთელი ქვეყნის ტერიტორიაზე. ეს მასობრივი შეკრებები კი თავისთვის სასიკეთოდ გამოიყენეს რადიკალურმა ჯგუფებმა, რასაც ამერიკაში მძიმე მასობრივი რბევა და უდანაშაულო მოქალაქეთა მკვლელობა სდევს თან მათი მხრიდან.
მასალის გამოყენების პირობები






