აშშ-ს სახელმწიფო მდივნის, მაიკ პომპეოს თქმით, ტრამპის ადმინისტრაცია განიხილავს ჩინური სოციალური მედიის, TikTok-ის დაბლოკვას ამერიკის ტერიტორიაზე, რისი მიზეზიც შესაძლოა, იყოს ოფიციალური პეკინის მიერ აღნიშნული აპლიკაციის გამოყენება ხალხზე თვალთვალისა და პროპაგანდირებისთვის.
პომპეომ აღნიშნა, რომ ის და დონალდ ტრამპი სერიოზულად განიხილავენ ანგარიშებსა და ცნობებს იმის შესახებ, რომ ინდოეთმა უკვე აკრძალა აპლიკაციის ოპერირება, ხოლო ავსტრალია კი ამავე ღონისძიებების განხორციელებას აპირებს.
„ჩვენ ამას ცხადია, ძალზე სერიოზულად ვაკვირდებით და განვიხილავთ გადაწყვეტილების მიღება-უკვე დიდი ხანია რაც ამ საკითხზე ვმუშაობთ“- განაცხადა პომპეომ.
სახელმწიფო მდივანმა აგრეთვე გააფრთხილა ამერიკის მოქალაქეები, რომ იყვნენ ფრთხილად ტიკტოკის გამოყენებისას, თუ მათ არ სურთ, რომ მათი პირადი ინფორმაცია აღმოჩნდეს ჩინეთის კომუნისტური პარტიის ხელში.
მასალის გამოყენების პირობები






