მეცნიერებმა შემაშფოთებელი დასკვნა გამოაქვეყნეს იმ ადამიანებისთვის, რომლებიც აქტიური და მრავალფეროვანი სექსუალური ცხოვრებით არიან დაკავებულნი. კვლევებში ხაზგასმულია, რომ 10-ზე მეტი სექსუალური პარტნიორის ყოლა ადამიანების ცხოვრებაში კიბოთი დაავადების რისკებს ზრდის.
ზემოხსენებულ ექსპერიმენტში ანგილას უნივერსიტეტის პროფესორები და იტალიის, თურქეთის, ავსტრიისა და კანადის გამოჩენილი ექსპერტები იყვნენ ჩართულნი, რომელშიც მონაწილეობა მიიღო 5722-მა ორივე სქესის ადამიანებმა. კვლევის მონაწილეთა აბსოლუტური უმრავლესობა 50 წელს გადაცილებული იყო.
სტატისტიკური ანალიზითა და დიდხნიანი ექსპერიმენტული დაკვირვებებით დადგინდა, რომ ქალები, რომელთაც 10-ზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდათ, 91 %-იანი შანსი არსებობს მათი სიმსივნით დაავადების, ხოლო იმ ქალების შემთხვევაში, რომელთაც 1 სექს-პარტნიორი ჰყავდათ წლების მანძილზე, გაცილებით დაბალია რისკი მათ ორგანიზმში სიმსივნური წარმონაქმნების გავრცელების.
იმ მამაკაცებში, რომელთაც 2-იდან 4-მდე სექს პარტნიორი ჰყავდათ, 57 %-იანი რისკი არსებობს სიმსივნით დაავადების, ხოლო 10-ზე მეტ ადამიანთან ურთიერთობის შემთხვევაში სტატისტიკური ანალიზის შედეგად დგინდება, რომ მამაკაცებს 69 %-იანი ალბათობა აქვთ კიბოთი დაავადების.
კვლევამ დაადგინა აგრეთვე ის, რომ ქალებს, რომელთაც 5-ზე მეტი სექსუალური პარტნიორი ჰყავდათ ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე, უფრო ხშირად აღენიშნებათ ქრონიკული დაავადებები, ვიდრე მათ, ვისაც მხოლოდ ერთ მამაკაცთან ჰქონიათ ურთიერთობა.
ექპერტები და კვლევაში მონაწილე პროფესორები ამ დრომდე არ ახმაურებენ მიზეზებს, თუ რა მიმართებაა სექსუალური ცხოვრების მრავალფეროვნებასა და სიმსივნესთან.
მასალის გამოყენების პირობები






