კანადაში, იორკის მუნიციპალურ კომუნაში, მარკემში, ერთ-ერთ საცხოვრებელში გაჩენილი ხანძრის შედეგად ოჯახის წევრები სიკვდილისგან მეზობლის ძაღლმა იხსნა.
ღამის ორ საათზე ბიგლის ჯიშის ძაღლმა, სახელად ჯორჯიამ თავისი პატრონი ყეფით გააღვიძა, რომლის შემდეგ მისი ყურადღება მიიპყრო და მამაკაცი ფანჯარასთან მიიყვანა, რომელმაც აღმოაჩინა, რომ მეზობლის სახლი იწვოდა. ამის შესახებ მეზობლებმა 911-ში განაცხადეს, საიდანაც დარეკეს ალმოდებულ სახლში და შეატყობინეს ალმოდებული სახლის მაცხოვრებლებს, რომ მათი სახლი იწვოდა.
დედამ და მისმა ქალიშვილმა მოახერხა სახლის დატოვება, ხოლო ეტლსმიჯაჭვულმა მამა და კიდევ ერთმა ქალიშვილმა ვერ მოახერხეს საცხოვრებლიდან გასვლა, რადგან გადაადგილება დამოუკიდებლად არ შეეძლოთ. ისინი მაშველებმა დროულად გადაარჩინეს. ოჯახის თითოეული წევრი და ერთი პოლიციის ოფიცერი კვამლის ჩასუნთქვის შედეგად ინტოქსიკაციის ნიშნებით საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.
მასალის გამოყენების პირობები






