მუქარა გიორგი პისკუნოვის მიმართ და ყველაზე რეზონანსული საქმის საინტერესო დეტალები - მოქალაქე, რომელიც სამართალდამცველის მხრიდან სექსუალური ძალადობის მსხვერპლი გახდა, "ნიუპოსტთან" გამომძიებლის მიერ მის მიმართ განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს.
ახალგაზრდა მამაკაცი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ პენიტენციური სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი, ლევან ბობოხიძე დაემუქრა პატიმრობით, იმ ციხეზე, სადაც მის გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი იხდის სასჯელს.
პისკუნოვს მიაჩნია, რომ ეს არის პროკურატურის მიერ გამოგზავნილი პირი, ხოლო ბრალდება, რაზეც იგი საუბრობს არის შეთითხნილი.
"სასჯელაღსრულების და პრობაციის სამინისტროს საგამოძიებო დეპარტამენტის გამომძიებელი იყო ეს კონკრეტული პიროვნება, ლევან ბობოხიძე, რომელსაც ვიცნობ 2014 წლიდან და ვფიქრობ, რომ ეს არის პროკურატურის მიერ გამოგზავნილი, ხოლო რაზეც ის საუბრობს არის შეთითხნილი.
2014 წლის საქმეზე, რაზეც საუბრობს იგი მაშინვე უნდა დამატებოდა სასჯელი, თუმცა რატომღაც 6 წლის შემდეგ გაახსენდათ . აქვთ რაღაც დაწერილი ჩვენება, რომელიც არც ჩემი დაწერეილია და არც ჩემი ხელმოწერა არ არის მასზე. ვითხოვდი კალიგრაფიულ ექსპერტიზას და ასევე ნივთმტკიცებას, თუმცა თავად ბობოხიძემ განმიმარტა, რომ არსებობს თუ არა ნივთმტკიცება საგამოძიებო დეპარტამენტიც ვერ მიმტკიცებს.
ლევან ბობოხიძე დამემუქრა პატიმრობით, იმ ციხეზე, სადაც ჩემს გაუპატიურებაში ბრალდებული პოლიციელი იხდის სასჯელს. ასევე, ლევან ბობოხიძე იყო ჩემი საქმის გამომძიებელი როცა 2014-დან 2017 წლამდე პენიტენციური დაწესებულების თანამშრომლები ჩემზე ფიზიკურად ძალადობდნენ. არსებობს ექსპერტიზის დასკვნა, რომ მათ ჩემზე იძალადეს ნამდვილად, თუმცა დღემდე არც ერთი ადამიანი არ არის დასჯილი . 7 თვის განმავლობაში ადმინისტრაციამ ხელი შეუწყო ე.წ კაი ბიჭს, კაი ბიჭების კატეგორიაში მყოფ პატიმარს, რომ ჩემზე სექსუალურად და ფიზიკურად ეძალადა. არსებობს ამის მტკიცებუილებები და როგორც პრიკურატურაზე ვისაუბრე ღიად ასევე ვისაუბრო ამ თემაზე. ასევე პროკურორის წინააღმდეგ გენერალურმა ინსპექციამ რომ დაიწყო გამოძიება, იმ გამოძიებაზე დაიკითხა 2 მოწმე, რომელიც ჩვენს საუბარს შეესწრო , რაზეც პროკურორი და მისი გამომძიებელი სიცოცხლის მოსპობით მემუქრებოდნენ. მათი დაკითხვიდან დაახლოებით 1 საათშ ი დამიკავშირდა სწორედ ეს გამომძიებელი და მეორე დღეს შემხვდა, რომელიც პოლიციის შენობის გვერდზე დამემუქრა, მიყვიროდა და ასევე იყო ჩამოსული მანქანით, რომელსაც არ ჰქონ და არც სერია და არც ნომერი"-აცხადებს "ნოიუპოსტთან" ინტერვიუში პისკუნოვი.
ახალგაზრდა მამაკაცი "ნიუპოსტთან" მოძალადის საქმეზეც საუბრობს და აღნიშნავს, რომ საქმეში ძალიან ბევრი დარღვევაა.
"მოძალადის საქმეს რაც შეეხება, პროკურატურას აქვს ძალიან ბევრი დარღვევა. მაგალითად, გამოძიება დაიწყო 137-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, რომელიც ითვალისწინებს 6-დან 8-წლამდე სასჯელს, წესით გამოძიება უნდა დაწყებულიყო 137-ე მუხლის მეორე ნაწილით ვინაიდან პოლიციელმა სამუშაო საათებში, სამსახურეობრივი იარაღის გამოყენებით იძალადა დამემუქრა და გამაუპატიურა. საქმეზე არსებობს ექსპერტიზის დასკვნები. თუმცა მე არ ჩამტარებია სამედიცინო ექსპერტიზა, რომელსაც უმდა შეემოწმებინა ჩემ სხეულზე არსებული ძალადობის კვალი. საქმეში არსებობს სასწრაფო დახმარების ბრიგადის ჩვენება, რომელიც ადასტურებს, რომ ჩემ სხეულზე იყო სისხლნაჟღენთები და საქმისთვის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩემთვის ჩასატარებელი ფსიქოლოგიური ექსპერტიზა, რომელიც აუცილებელი იყო არ ჩამტარებია. ასევე სასამართლო პროცესზე პროკურორი იხსენიებს, რომ მე თითქოს ვარ ჩვეულებრივი პიდარასტი. მას შემდეგ რაც მე ამაზე საჯაროდ ვისაუბრე იგი დამემუქრა სიცოცხლის მოსპობით, თავის გამომძიებელთან ერთად" - ამბობს გიორგი პისკუნოვი.
"ნიუპოსტი" ასევე დაინტერესდა, გამოიჩინა თუ არა ინიციატივა სახალხო დამცველის აპარატმა და მესამე სექტორმა, რომ შეესწავლათ მისი საქმე, თუმცა ხალგაზრდა ბიჭი აცხადებს, რომ მისი საქმის მიმართ არც სახალხო დამცველის აპარატს და არც მესამე სექტორს არანაირი ინიციატივა არ გამოუჩენია. მისი თქმით, ომბუდსმენის აპარატს თავად დაუკავშირდა.
"არავინ დამკავშირებია, როცა ეს ფაქტი მოხდა, მე თვითონ დავუკავშრდი სახალხო დამცველის აპარატს . არც ერთ არასამთავრობოს არ გამოუყჩენია არანაირი ინიციატივა და ინტერესი, გარდა არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებადამცველისა, რომელმაც შემომთავაზა მატ გუნდთან ერთად მუშაობა" - ამბობს გიორგი პისკუნოვი.
ცნობისთვის, საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 10-ივლისსაა ჩანიშნული.
თამარა სანაძე
მასალის გამოყენების პირობები






