დონალდ ტრამპი ნიუ-იორკსა და დიდ ქალაქებში პოლიციის გაუქმების მოთხოვნას გამოეხმაურა და ამ იდეის პროპაგანდირებაში დემოკრატების პარტია და მათი ხელმძღვანელობა დაადანაშაულა. ამის შესახებ მან ტვიტერის საკუთარ გვერდზე დაწერა.
„დემოკრატებს პოლიციის გაუქმება და სამართალდამცავი უწყებისთვის დაფინანსების დაკლება სურთ- ამ ყველაფრის ფონზე კი იმ ქალაქებში, რომლებსაც ისინი ხელმძღვანელობენ დანაშაულის ძალზე მაღალი მაჩვენებელია“ . ტრამპმა აგრეთვე აღნიშნა, რომ ცენტრალური ხელისუფლება გამოთქვამს მზაობას ნიუ-იორკსა და ჩიკაგოში დანაშაულის საერთო მაჩვენებლის შემცირებაში დაეხმაროს ადგილობრივ მთავრობას.
„ჩიკაგოსა და ნიუ-იორკში დანაშაულის დონე ძალზე მაღალია. ჩიკაგოში 67 ადამიანი დაიჭრა ცეცხლსასროლი იარაღისგან, ხოლო 13 კი მიღებული ჭრილობის შედეგად გარდაიცვალა. ძალზე ხშირია იარაღიდან სროლები ნიუ-იორკში, სადაც მოსახლეობა მერი, ბილ დე ბლასიოსა და გუბერნატორ ენდრიუ კუომოსგან დროულად მოქმედებას ითხოვს. ფედერალურ მთავრობას შეუძლია აღმოუჩინოს დახმარება მათ“ - ამის შესახებ წერს დონალდ ტრამპი ტვიტერის საკუთრ გვერდზე.
მასალის გამოყენების პირობები






