"პირბადეები გამოცდის დაწყებისთანავე მოვიხსენით, კონდინციონერი არ იყო ჩართული" - როგორ მიმდინარეობს ეროვნული გამოცდები კორონავირუსის პირობებში
საზოგადოება - 11:52, 06 Jul, 2020     662
კორონავირუსის პანდემიის მიუხედავად დღეს ერთიანი ეროვნული გამოცდები დაიწყო. გამოცდები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩატარდა.


გამოცდიდან გამოსული აბუტურიენტები ამბობენ, რომ ტესტზე მუშაობა არ გაჭირვებიათ, საგამოცდო პირობებიც ნორმალური იყო.
ელენე, თბილისის 177-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: ,ესე იყო ასეთ თემაზე – ზღუდავს თუ არა ტექნოლოგიები ადამიანებს. ასევე მოვიდა ნოდარ დუმბაძის “ნუ გააღვიძებ”. “ვეფხისტყაოსანიც” მოვიდა, მაგრამ არ დამიწერია. სხვა მხრივ ნორმალური სიტუაცია იყო, არც ცხელოდა, პირბადეები გამოცდის დაწყებისთანავე მოვიხსენით. კონდინციონერი არ იყო ჩართული, მაგრამ არც საჭირო იყო. საერთოდ არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია, პირიქით, შესვლიდანვე ყველაფერი კარგად იყო.
დიტო ბურდული, თბილისი 173-ე საჯარო სკოლის საგამოცდო ცენტრი: “გამოცდის დაწყებამდე ყველა ის პროცედურა გავიარეთ, რაც წინასწარ ვიცოდით, არ ცხელოდა და დამკვირვებლები და გარემოც ძალიან მეგობრული იყო. ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო სტრესის მოსახსნელად. რაც შეეხება საკითხებს, რედაქტირების ტექსტი ეხებოდა ანტიკურ ხანაში აღმოჩენილ საყურეს და მე მგონი კარგად დავწერე. ესე იყო იმის შესახებ, რომ განვითარებული ტექნოლოგიები ადამიანს ხელს უშლის განვითარებაში. ლიტერატურიდან ერთი იყო ავთანდილის და შერმადინის საუბარი, მეორე იყო ნოდარ დუმბაძის მოთხრობა, რომელიც ავირჩიე. მოთხრობის ერთ-ერთი პერსონაჟი იყო კუკური, რომელიც ყიდდა ძროხას, რომ თავის დისთვის სწავლის საფასური გადაეხადა და დახმარებოდა ოჯახს, ანუ ეს საკითხი ვწერე. ზოგადად ძალიან მარტივად მეჩვენა ტესტი და ადრეც დავასრულე.”
ცნობისთვის, კორონავირუსის პანდემიის გამო წელს ეროვნული გამოცდები მედიკოსების რეკომენდაციების დაცვის მიხედვით ჩატარდება. აიკრძალა კონდიციონერის ჩართვა, გამოცდაზე აუცილებელია პირბადე და სხვა.
წყარო: EDU.ARIS.GE




მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42