ირანმა თავდაცვითი სარაკეტო სისტემები შექმნა, რომელიც სპარსეთისა და ომანის ყურეებში, მიწისქვეშ მდებარეობს. ამის შესახებ ისლამური რევოლუციური გვარდიის კორპუსის საზღვაო ძალების მეთაურმა, ალირეზა ტანგსირმა განაცხადა.
”ჩვენმა მტრებმა იციან, რომ ჩვენს ჯარსა და გვარდიას მიწისქვეშა სარაკეტო ქალაქები გააჩნია, რომლებიც მთელი სპარსეთის ყურისა და მექრანის გასწვრივ (ომანის ყურის სანაპიროზე) მდებარეობს. თუმცა, მათ არ აქვთ ზუსტი ინფორმაცია მათი ადგილმდებარეობის შესახებ”, - აცხადებს გენერალი.
მან აღნიშნა, რომ მთელ სამხრეთ საზღვაო საზღვარზე, 428 საზღვაო ქვედანაყოფია განლაგებული, რომელიც 23 ათასზე მეტ სამხედრო მოსამსახურეს მოიცავს. ამ წლის ბოლომდე, ინდოეთის ოკეანეში სამხედრო ბაზის შექმნისთვის საჭირო სამუშაოებს დაიწყებენ.
ირანის საზღვაო საზღვარი ინდოეთის ოკეანემდე ვრცელდება. ამავე დროს, ქვეყნის საზღვაო ძალების უდიდესი ნაწილი კონცენტრირებულია სპარსეთის ყურეში.
მასალის გამოყენების პირობები






