"საქართველოში სასწაული მოხდა - ეპიდემიამ არ იფეთქა" - მეუფე დანიელი
COVID-19 - 16:36, 05 Jul, 2020     864

ჭიათურისა და საჩხერის მიტროპოლიტმა დანიელმა, სამების საკათედრო ტაძარში, გადაგებისას აღნიშნა, რომ საქართველოში ვიხილეთ სასწაული, როდესაც მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანაში საეკლესიო მსახურება არ შეწყდა, ეპიდემიამ არ იფეთქა.

„ერთ-ერთი პირველი ეთნოსია ქართული ეთნოსი. შეიძლება ვინმემ კითხვა დასვას, როგორ გადარჩა. გადარჩა ორი მიზეზის გამო, იგი იყო თავდადებული მამულისათვის და ღვთისათვის. ის, ვინც ღვთისათვის და მამულისათვის თავდადებულია, ასეთ ერს ღმერთი არ ტოვებს და გადაარჩენს ხოლმე, მოუვლენს დიდ წყალობას. ამ წყალობის მაგალითი ჩვენ ვიხილეთ დღეს, ჩვენს სინამდვილეში, არამარტო ჩვენ, იხილა მთელმა მსოფლიომ. როგორ, ეს ქვეყანა მიუხედავად უამრავი პრობლემისა, აღმოჩნდა უდიდესი სახელმწიფოების გვერდზე გაცილებით უფრო დაცული და ეს მოხდა იმიტომ, რომ ჩვენმა ხალხმა ძალღონე არ დაიშურა და ხალხს ვინც ბოლომდე იბრძვის ქვეყნისთვის, სიყვარულისთვის, ზნეობისათვის, ასეთ ხალხს ღმერთი სასწაულს მოუვლენს. ჩვენ ვიხილეთ სასწაული, რომელიც მოხდა საქართველოში. ეს იყო ეპიდემიის პირობებში მაქსიმალურად შეზღუდული გავრცელება და მიუხედავად საეკლესიო მსახურების შეუწყვეტლობისა, ეპიდემიამ არ იფეთქა საქართველოში. სასწაულს ღმერთი მოუხდენს ერს, რომელიც არის ერთგული ღვთისა და მამულისათვის. ასეთი თავდადებული მამულიშვილები ჰყავდა საქართველოს და იმიტომ გადარჩა, ასეთი ბრძანდება მღვდელმონაზონი მიქაელ ჰერელი", - განაცხადა მეუფე დანიელმა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42