Black Lives Matter-ის სამიზნედ სხვადასწხვა ქვეყანაში ხშირად ისეთი პირები ხდებიან, რომლებიც ჩვენთვის სკოლის მერხიოდან არიან ცნობილი და უდიდესი წვლილი მიუძღვით კაცობრიობის განვითარებაში.
აშშ: ქრისტოფორე კოლუმბი, თეოდორ რუზველტი, გენერალი ლი...

უპირველეს ყოვლისა, Black Lives Matter-ი დაჟინებით ითხოვს იმ გენერლების, ოფიცრებისა თუ ჯარისკაცების ძეგლების დემონტაჟს, რომლებიც სამოქალაქო ომშ სამხრეთის შტატების მხარეს იბრძოდნენ. პირველ რიგში მათ გენერალი ლის ქანდაკებები ამოიღეს მიზანში, რომელიც სამხრეთლების არმიის მთავარსარდალი იყო. მისი 12 ტონიანი ქანდაკება, რომელიც 1890 წელს ვირჯინიის შტატში დაიდგა, გუბერნატორის ბრძანებით უკვე მოხსნეს.
მოძრაობის წარმომადგენლებმა ფლორიდის ხელისუფლებას ასევე მოახსნევინეს სამოქალაქო ომში დაღუპული სამხრეთელი ჯარისკაცების ხსოვნის მემორიალი.
საგულისხმოა, რომ აშშ-ის კონგრესმენი დემოკრატები ამზადებენ კანონპროექტს, რომლის თანახმადაც კონგრესის შენონაში განთავსებული კონფედერატების ძეგლები უნდა მოიხსნას. პროექტი მომავალ კვირაში უნდა განიხილონ.
სანქცირებული მოხსების პარალელურად, ხდება ქანდაკებათა თვითნებული დემონტაჟი და დაზიანება.
ვირჯინიის შტატში ქალაქ რიჩმონდში ანტირასისტებმა ჯერ შერებეს, შემდეგ დაწვეს და ბოლოს მდინარეში ჩააგდეს ამერიკის აღმომჩენი ქრისტეფორე კოლუმბის ქანდაკება, ხოლო ბოსტონში კოლუმბს თავი მოკვეთეს.

ანალოგიური ხდება კიდევ არაერთ შტატში. სან-ფრანცისკოსა და საკრამენტოს ხელისუფლებამ კოლუმბის ქანდაკებები მოხსნა, რადგან "ის არ არის პატივისცემის ღირსი".
აქტივისტები აცხადებენ, რომ "ახალი სამყაროს" აღმომჩენი ერთერთი მთავარი დამნაშავეა იმაში, რაც ხდებოდა ამერიკის ორივე კონტინენტზე - ადგილობრივი მოსახლეობის ჩაგვრა-განადგურება, კოლონიალიზმი, მონობა და აშ.
აღშანიშნავია, რომ 4 ივლისს პრეზიდენტმა ტრამპმა დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ გამოსვლაში კოლუმბიც ახსენა, ხოლო ქანდაკებებთან მებრძოლებს, ვანდალები, ანარქისტები, ულტრამემარცხენეები უწოდა.
ნიუ-იორკის ამერიკის ისტორიის მუზეუმის ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა მოხსნას თეოდორ რუზველტის ბრინჯაოს ქანდაკება, არა რუზველტის პიროვნების, არამედ ძეგლის კომპოზიციის გამო.

ცხენზე მჯდომ რუზველტს გვერდით ინდიელი და აფროამერიკელი უდგას. მუზეუმის ხელმძღვანელობის აზრით, ასეთი ფორმის ქანდაკება "აშკარად წარმოაჩენს ამ ორს დამცირებულად, არასრულფასოვნად და რასობრიოვად არასრულფასოვნად".
ამ გადაწყვეტილებას მხარი ნიუ-იორკის მერმაც დაუჭირა
ტრამპი ამ გადაწყვეტილებასაც გამოეხმაურა - "სისულელე. არ გააკეთოთ ეს," - დაწერა პრეზიდენტმა ტვიტერში.

დიდი ბრიტანეთი: 60 ქანდაკება: უინსტონ ჩერჩილი, ფრენსის დრეიკი, ადმირალი ნელსონი...
მოძრაობა Black Lives Matter-ის ბრიტანელმა აქტივისტებმა წარმოადგინეს 60 ქანდაკების სია, რომლის დემონტაჟიც უნდა განხორციელდეს. პროექტის სახელია "დავამხოთ რასისტები" (Topple the Racists) და ისინი აცხადებენ, რომ სია ღიაა და ნებისმიერს შეიძლია იქ ესა თუ ის ქანდაკება დაამატოს.
სიაში უინსტონ ჩერჩილის გარდა, შეყვანილი არიან 16 საუკუნის ზღვაოსანი ფრენსის დრეიკი, რომელმაც ბრიტანეთს ესპანეთის უძლეველ არმადაზე გამარჯვება მოაპოვებინა, ადმირალი ნელსონი და სხვ.
პარალელურად ბრიტანეთში უკვე მოხდა რამდენიმე ქანდაკების დემონტაჟი, რომელიც ბრიტანეთის იმპერიის კოლონიზატორულ წარსულს უკავშირდებოდა.
საფრანგეთი: ვოლტერი, კოლონიზატორი გენერლები
საფრანგეთში ძეგლების დემონტაჟი ჯერ არ დაუწყიათ, თუმცა, უკვე შეღებეს ფილოსოფოს განმანათლებლის ვოლტერის ქანდაკება, რომლის შემოსავლის ერთერთი წყაროც კოლონიებთან ვაჭრობა იყო.
ასევე შეურაცხვეს გენერალ იუბერ ლიოტეს ქანდაკება, რომელიც მაროკოსა და ინდოჩინეთში იბრძოდა და მეორე გენერლის ლუი ფედერბის ქანდაკება, რომელიც სენეგალის გუბერნატრორი იყო 19-ე საუკუნეში. "მკვლელი კოლონიზატორი" - დააწერა ძეგლს უცნობმა აქტივისტმა.
ბელგია: მეფე ლეოპოლდ მეორე

ბელგიელი აქტივისტები კატეგორიულად მოითხოვენ მეფე ლეოპოლდის ქანდაკებეის დემონტაჟშ. მათ უკვე შეღებეს მისი რამდენიმე ძეგლი და მოხსნეს ქანდაკება ანტვერპენში. ბელგიაშ მიმდინარეობს პეტიციაზე ხელის მოწერა, რომელიც მეფის ყველა ქანდაკების მოხსნას ითხოვს.
ლეოპოლდი 19-ე საუკუნეში მეფობდა დფა მის სახელსნ უკაშირდება მდინარე კონგოს დაბლობის დაპყრობა. იგი მკაცრი კოლონიზატორული პოლიტიკის მომხრე იყო, რასაც 10 მილიონამდე ადგილობრივი მოსახლე შეეწირა.
მასალის გამოყენების პირობები






