დიდი ბრიტანეთის, საფრანგეთისა და ნიდერლანდების პოლიციამ ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ოპერაცია ჩაატარა ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ. დაკავებულია ათასი ადამიანი, ამოღებულია დიდძალი იარაღი და ტონობით ნარკოტიკი, მილიონობით ფუნტი სტერლინგი და ევრო.
ოპერაცია Venetic-ის წარმატებით დასრულების შესახებ სამივე ქვეყნის პოლიციამ ერთდროულად განაცხადა. თუმცა, საფრანგეთმა დეტალიზაციისაგან თავი შეიკავა. მათი თქმით, ეს ოპერაცია წარმატებით განხორციელდა მას შემდეგ, რაც სამართალდამცავებმა საიდუმლო ჩატის გატეხვა შესძლეს, რომლის მეშვეობითაც დამნაშავეები ერთმანეთს ეკონტაქტებოდნენ.
კრიმინალები საკონტაქტოდ Android-ისა და Blackberry-ის აპარატენბისთვის განკუთვნილ მობილურ აპლიკაცია EncroChat-ს იყენებდნენ, რომელიც იურიდიულად არსებულმა ჰოლანდიურმა ფირმამ დაამზადა. დეველოპერების თქმით, ის აბსოლუტურად დაცული იყო გარეგანი შეღწევისაგან.
აპლიკაციის მომსახურების ღირებულება 6 თვეში 1500 ევროა. კომპანია თაბად აყენებს აპლიკაციას კლიენტების მობილურებზე და მისი ჩამოტვირთვა შეუძლებელია. აპლიკაცია დახურულია - მისი ჩართვისთვის მობილურის ჩამრთავ ღილაკს ორჯერ სწრაფად უნდა დააჭიროთ, რის შემდეგადაც ტელეფონი გადაიტვირთება და ჩატი ხელმისაწვდომი ხდება. მას ევროპის მასშტაბით 60 ათასზე მაეტი ადამიანი იყენებს. ევროპოლი ეჭვობს, რომ მისი მომხმარებლის 70% სხვადასხვა სახის დანაშაულთანაა კავშირში, როგორციაა ფულის გათეთრება და არალეგალური ვაჭრობა.
სწორედ ამ აპლიკაციას იყენებდნენ დიდი ბრიტანეთის ორი მოქალაქე, რომელთაც ორმაგი მკვლელობისათვის სამუდამო პატიმრობა აქვთ მისჯილი - კრიმინალური ავტორიტეტი პოლ მესსი (მეტსახელად მისტერ ბინი) და მისი თანამძრახველი ჯონა კინსელი.
პოლიცია არ ახმოვანებს, თუ როდის დაიწყო დამნაშავეებზე თვალთვალი, მაგრამ EncroChat-ში მის შესახებ ძალიან გვიან გაიგეს - მხოლოდ 13 ივნისს დააგზავნა კომპანიამ მესიჯები, რომ პროგრამა გატეხილია და მომხმარებელმა ტელეფონები თავიდან უნდა მოიშორონ. ამ შეტყობინების გაგზავნიდან რამდენიმე წუთში დამნაშავეებმა უკვე პოლიციის მესიჯები მიიღეს: "დაგვერხა" "ჩვენ დიდი პრობლემები გვაქვს" .
ბრიტანეთში დაკავებულია 746 ადამიანი, ნიდერლანდებში - 100-ზე მეტი, საფრანგეთში - ასევე რამდენიმე ასეული,
ასევე ცნობილი ხდება, რომ სამივე ქვეყანაში დააკავეს პოლიციის თანამშრომლებიც, რომელთაც დამნაშავეებთან ჰქონდათ კავშირი.
ოპერაციას, რომელიც 2016 წლიდან მიმდინარეობდა, კოორდინაციას ევროპოლი უწევდა.
ნრიტანეთში დაკავებულებს აღმოუჩინეს 54 მილიონი ფუნტი სტერლინგი, 2 ტონა ნარკოტიკი, მათ შორის ტონანახევარი კოკაინი, ეტიზოლამის (ნარკოტიკი - რედ) 28 მილიონი ტაბლეტი, 77 ერთეული ცეცხლსასროლი იარაღი, მათ შორის ავტომატი "კალაშნიკოვები" და პრემიუმ კლასის 55 ავტომობილი.
ნიდერლანდებში ამოღებულია 20 მილიონი ევრო, 8 ტონა კოკაინი, 1,3 ტონა მეტამფეტამინი. საფრანგეთი აცხადებს, რომ ქვეყანაში ოპერაცია ჯერ არ დასრულებულა და მისი დეტალები მოჰვიანებით გახდება ცნობილი.
დაკავებულებს ბრალად ედებათ მკვლელობეი და მკვლელობის მცდელობები, ნარკოტიკებით ვაჭრობა, ქურდობა და ყაჩაღობა, ქუჩური ძალადობა.
მასალის გამოყენების პირობები






