ლონდონში, 37 წლის მუსლიმი ქალი, წმინდა პავლეს ტაძარში ტერორისტული თავდასხმის მოწყობისთვის 2019 წლის 10 ოქტომბერს დააკავეს. ის თავის აფეთქებას აპირებდა.
3 ივლისს ლონდონის სასამართლომ მას სამუდამო პატიმრობა მისაჯა. დაკავებული არ ნანობს თავის საქციელს.
ადგილობრივი პოლიციის განცხადებით, ქალმა აღიარა, რომ ტერორისტულ აქტებს გეგმავდა, რადგან ამ გზით, მისი თქმით, ის სამოთხეში მოხვდებოდა. იგი ინტერნეტში ტერორისტული პუბლიკაციებსაც ავრცელებდა.
ტერორისტი ქალის სამიზნე, ტაძრის შემდეგ, იქვე მდებარე სასტუმრო და მეტრო იყო, თუმცა პოლიციამ ფაქტი მალევე აღკვეთა.
ბრიტანეთის პოლიციამ 37 წლის ქალი ტერორისტად გამოაცხადა და ფარული თვალთვალი დაიწყო. პოლიციის თქმით ციფრული მტკიცებულებები, რომლებიც მოგვიანებით ამოიღეს მისი ლაპტოპებიდან, ტელეფონებიდან და მეხსიერების ბარათიდან, ადასტურებს, რომ იგი ტერორისტულ საქმიანობაში ღრმად იყო ჩათრეული.
მიშელ რამსდენი გაერთიანებულ სამეფოში დაიბადა. ისლამი მან 2007 წელს მიიღო. მოგვიანებით, იგი ისლამისტური შეხედულებების მქონე ადამიანების მოსაძებნად გაემგზავრა.
მასალის გამოყენების პირობები






