ამერიკის დაზვერვის ინფორმაციით, ავღანეთში კოალიციის ძალებზე თავდასხმაში მთავარ როლს ასრულებდა ავღანელი შუამავალი პირი, რომელიც მისი მეგობრებისა და მეზობლების განცხადებით, ეტაპობრივად საგრძნობლად მდიდრდებოდა, თუმცა მათ არ იცოდნენ, თუ როგორ ახერხებდა იგი ამას. ამის შესახებ სტატიას აქვეყნებს NEW YORK TIMES-ი, სადაც ხაზგასმულია, რომ შუამავალი პირი იყო „წვრილი ნარკომოვაჭრე“.
უკანასკნელი წლების განმავლობაში მისი სიმდიდრე უკვე ძალზე შესამჩნევი გახდა მას შემდეგ, რაც მან რუსულ დაზვერვასთან ფარული კონტაქტი დაამყარა. რაჰათმულა აზიზიმ ძვირადღირებული მანქანები, რომელთაც აგრეთვე რამდენიმე მძიმედ შეიარაღებული დაცვის წევრები ახლდა თან, გარკვეული პერიოდის შემდეგ კი შუამავალმა პირმა აგრეთვე 4 სართულიანი ძვირადღირებული ვილაც აიშენა.
რუსული სამხედრო დაზვერვის შუამავალი, ავღანელი რაჰმათულა აზიზი წლების განმავლობაში აძლევდა რუსეთიდან გამოგზავნილ უკანონო ფულს თალიბანთან დაკავშირებულ სამხედროებს, რათა ამერიკელ სამხედროებზე მოეწყოთ ჩასაფრებები.
მას შემდეგ, რაც ამერიკის ცენტრალური დაზვერვისთვის ცნობილი გახდა აზიზის საქმიანობის შესახებ, ავღანეთში კოალიციის ძალების უსაფრთხოების უწყებებმა მასშტაბური სპეცოპერაციები განახორციელეს ავღანელი შუამავალის ნათესავებისა და თანამზრახველების დასაპატიმრებლად 6 თვის წინ, თუმცა დაადგინეს, რომ აზიზი უკვე რამდენიმე დღით ადრე გაიპარა, სავარაუდოდ რუსეთში. მისი სახლიდან ნახევარ მილიონ დოლარამდე ნაღდი ფული იქნა ამოღებული.
შეგახსენებთ, რომ NEW YORK TIMES-მა რამდენიმე დღის წინ გამოაქვეყნა სენსაციური სტატია რუსეთის სამხედრო დაზვერვისა და თალიბანის კავშირებზე, რომელშიც გაცხადებული იყო, რომ ოფიციალურ კრემლთან ასოცირებული პირები ავღანელ რადიკალ მებრძოლებს უხდიდნენ დიდი ოდენობით ფულს, რათა მოეწყოთ ამერიკელ სამხედრო კოლონებსა და ბაზებზე თავდასხმები, მოეკლათ ამერიკელი ჯარისკაცები.
მასალის გამოყენების პირობები






