მონტენეგრო ევროპის ცენტრალურ რეგიონში გახდა პირველი ქვეყანა, სადაც ერთსქესიანთა ქორწინება ლეგალურად დაკანონდა. პრეზიდენტმა მილო ჯუკანოვიჩმა განაცხადა, რომ აღნიშული საკანონმდებლო ცვლილება ნიშნავს იმას, რომ მონტენეგროში საზოგადოება მწიფდება- „ კიდევ ერთი ნაბიჯით მივუახლოვდით მსოფლიოს ყველაზე განვითარებულ დემოკრატიულ სახელმწიფოებს“.
შეგახსენებთ, რომ მონტენეგრო მიჩნეულია კონსერვატიულ საზოგადოებად, სადაც ლგბტ თემი ხშირად შევიწროებისა და ძალადობის მსხვერპლია.
ქვეყანა ახორციელებს აქტიურ მოლაპარაკებებს ევროკავშირში შესასვლელად- აძლიერებს უმცირესობათა ჯგუფების უფლებებს , რომელიც აუცილებელია ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ზემოხსენებული კანონპროექტს 46-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი პარლამენტში. ახალი ცვლილების თანახმად, ერთსქესიან წყვილს იგივე უფლებები ექნებათ რაც ჰეტეროსექსუალებს, თუმცა მათ ბავშვის აყვანის უფლება არ ექნებათ.
მასალის გამოყენების პირობები






