იტალიაში რეკორდული რაოდენობის ნარკოტიკი, 15 ტონა ამფეტამინი ამოიღო პოლიციამ. გავრცელებული ინფორმაციით, ნარკოტიკები ISIS-ის მიერაა დამზადებული სირიაში. საზღვაო "საეჭვო ტვირთში" აღმოჩენილი იქნა 84 მილიონი ამფეტამინის ტაბლეტი, რომელიც $ 1.1 მილიარდი ევროს ღირებულებისაა. ამის შესახებ ინფორმაციას CBSNEWS-ი ავრცელებს.
„ისლამური სახელმწიფო, რომელიც აფინანსებს ტერორისტულ აქტივობებს, დაკავებულია სირიაში წარმოებული ნარკოტიკულ ნივთიერებათა ტრეფიკინგით მთელ მსოფლიოში, ამჟამად ტერორისტული დაჯგუფება მსოფლიოში ნომერ პირველი მწარმოებელია ზემოხსენებული ნარკოტიკული ნივთიერებისა“- ნათქვამია პოლიციის განცხადებაში.
ნარკოტიკული ნივთიერება სამხრეთ ნეაპოლში, სალერნოს პორტში სამ კონტეინერში იყო გადამალული. იტალიის საფინანსო უსაფრთხოების სამსახურმა ტვიტერის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ასახულია თუ როგორ ჭრიან თანამშრომლები ხერხის გამოყენებით სპეციალურ „ფოლადის დოლებს“, სადაც ათიათასობით ტაბლეტი იყო თავმოყრილი.
მასალის გამოყენების პირობები






