ინგლისში პოლიციელებმა უჩვეულო დანაშაული გახსენეს- ნარკოდილერმა 600 000-ზე მეტი ფუნტის ღირებულების კოკაინი პირდაპირ პოლიციის ოფიცერს შემთხვევით მიუტანა.
აღნიშნული შემთხვევა დაფიქსირდა სწორედ მაშინ, როდესაც სამართალდამცავები სასამართლოს უფლებამოსილებით ჰაიტონში ერთ-ერთი მაცხოვრებლის ბინას ჩხრეკდნენ, უცნობი ადამიანი კი ესტუმრა ამავე სახლს და მის პატრონს და ამანათი გადასცა.
ზემოხსენებული ამანათი ვიზუალურად ისე გამოიყურებოდა, თითქოს მასში ბავშვის სათამაშო- პატარა სახანძრო მანქანა იდო, თუმცა როდესაც სახლში მყოფმა დეტექტივებმა ამანათის დათვალიერება მოინდომეს, მათ აღმოაჩინეს 8 კილოგრამამდე A კლასის კოკაინი, რომლის ფასი მისი ხარისხის გათვალისწინებით 640 000 ფუნტ სტერლინგამდე უნდა ღირდეს.
აღნიშნულ საქმეზე პოლიციამ ამანათის მომტანი 42 წლის მამაკაცი დააკავა.
მასალის გამოყენების პირობები






