ამერიკაში უკანასკნელი 24 საათის განმავლობაში კორონავირუსით ინფიცირების 47 000 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ამ დრომდე რეკორდულია. გავრცელებული ინფორმაციით, კალიფორნიის, ტეხასისა და არიზონას შტატები კოვიდ 19-ის გავრცელების მთავარ ეპიცენტრს წარმოადგენს ქვეყანაში.
„ჩვენ ახლა სიტუაციას არ ვაკონტროლებთ, ძალზე შეშფოთებული ვარ რადგან სიტუაცია შესაძლოა ძალზე დამძიმდეს. არ გამიკვრიდება თუ ამერიკაში ინფიცირების ყოველდღიური რაოდენობა გაორმაგდება და 100 000-საც კი გადააჭარბებს“ - განაცხადა ექიმმა ფაუჩიმ.
ამერიკის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ამერიკელები არ იცავენ გაცემულ რეკომენდაციებს კორონავირუსით ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, რის გამოც სიტუაცია კონტროლიდან გამოდის და შესაძლოა სავალალო შედეგები დადგეს. ფაუჩიმ აღნიშნა, რომ არ არსებობს გარანტია ვაქცინის უახლოეს მომავალში გაჩენასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ არსებობს იმედები მომავალი წლის დასაწყისისთვის კოვიდ 19-ის დიდი რაოდენობით საკმარისი დოზებით უზრუნველყოფაზე.
შეგახსენებთ, რომ აშშ-ში კორონავირუსის შედეგად 130 000-მდე ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო 1 454 000-ზე მეტი პაციენტი კი ამ დრომდე გადის აქტიურ მკურნალობას საავადმყოფოებსა და სამედიცინო პუნქტებში.
მასალის გამოყენების პირობები






