GUARDIAN-ი ავრცელებს ემოციურ კადრებს, სადაც ასახულია ამერიკელი მოქალაქეების გულისხმიერება ცხოველის მიმართ, რომელსაც პლასმასის ბიდონში თავი გაეჭედა და სუნთქვას ვერ ახერხებდა.
გავრცელებული ინფორმაციით, აღნიშნული შემთხვევა მოხდა ვისკონსინის შტატში სწორედ მაშინ, როდესაც ოჯახი ტბაზე თევზაობდა- ამ დროს კი მათ პლასმასის ე.წ ქილაში გაჭედილი მცურავი დათვი შენიშნეს, რომელსაც დახურული სივრცის გამო სუნთქვა ურთულდებოდა. მიუხედავად რამდენიმე უშედეგო ცდისა, ადამიანებმა შეძლეს ცხოველის გათავისუფლება.
ნავზე მყოფმა მაშველმა ქალმა, ტრიცია ჰართმა ფეისბუქზე განაცხადა, რომ ვერასდროს იოცნებებდნენ ასეთი კეთილი საქმის გაკეთებაზე ცხოვრებაში.
„ჩვენ გადავარჩინეთ პატარა დათვის სიცოცხლე- კარგია მეგობარო, ის ძალზე ბედნიერია“- აცხადებენ ვიდეოში ცხოველის გადამრჩენი ცოლ-ქმარი.
მასალის გამოყენების პირობები






