გამყრელიძის განცხადებით, როცა არადადებითი შემთხვევები და აღმოჩნდა დადებითი, ისინი დაუყონებლივ გადაიყვანეს საკარანტინო სივრცეებში.
"თავიდან, თებერვლის დასაწყისიდან იყო მხოლოდ ლუგარის ცენტრი, შემდეგ ჩაერთო ჩვენი ორი ლაბორატორია ქუთაისი და ბათუმი. შემდეგ თანდათან იმატა ლაბორატორიების რაოდენობამ და დღეს არის 19. ჩვენ ყველა ახალ ლაბორატორიაში პირველი დადასტურებული შემთხვევების გადამოწმებას ვაკეთებთ. ასევე, ლაბორატორიებს უკვე ურიგდებათ საკონტროლო პანელები და ამ პანელებით ორმაგი კონტროლი ხდება", - ამბობს გამყრელიძე.
მისივე თქმით, მედიცინაში 100 პროცენტიანი არაფერია და შესაძლოა, შეცდომები გაიპაროს, სწორედ ამიტომ, ურთიერთკონტროლი აუცილებელია.
რაც შეეხება ზოგად ეპიდსიტუაციას ქვეყანაში, გამყრელიძის თქმით, ის სრულიად კონტროლირებადია და ემორჩილება მართვას.
მასალის გამოყენების პირობები






