ბელგიის მეფე, ფილიპე გახდა ქვეყნის ისტორიაში პირველი მმართველი, რომელმაც კონგოს ხელისუფლებას მისი წინაპრის, მეფე ლეოპოლდ II-ის მიერ ჩადენილი კოლონიური ეპოქის სასტიკი დანაშაულების გამო ბოდიში მოუხადა.
„მე მინდა გამოვთქვა ჩემი ღრმა მწუხარება და სინანული წარსულის ჭრილობებისა და იმ ტკივილის გამო, რომელიც ხელახლა გახდა აქტუალური საზოგადოებაში არსებული დისკრიმინაციული გამოვლინებების გამო.“- განაცხადა მეფე ფილიპმა.
ბელგია კონგოს მე-19 საუკუნიდან 1960 წლამდე აკონტროლებდა. ამ ხნის განმავლობაში კი მილიონი აფრიკელი შეეწირა ბელგიის სისხლიან კოლონიურ რეჟიმს. ჯორჯ ფლოიდის სიკვდილის შემდეგ მთელი კონტინენტი და მათ შორის ბელგიაც მოიცვა ანტიდისკრიმინაციულმა ტალღამ , რომლის ფონზეც ბელგიის კოლონიური ეპოქის ლიდერ ლეოპოლდ II-ის ძეგლი გახდა ვანდალიზმის მსხვერპლი- შეღებეს და დაზიანებები მიაყენეს მას. აღნიშნული ფაქტების შემდეგ კი ანტვერპენის ხელისუფლებამ საჯარო მოედნიდან აიღო ისტორიულ-კულტურული წარსული ძეგლი.
როგორც ცნობილია, ლეოპოლდ II-ის მმართველობის დროს 10 მილიონამდე აფრიკელი იქნა მოკლული.
მასალის გამოყენების პირობები






