თსუ-ში ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო
საზოგადოება - 11:31, 30 Jun, 2020     512

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მეათე (მაღლივ) კორპუსში სტუდენტებისთვის სოციალური სივრცე მოეწყო. მაღლივი კორპუსის ფოიე თანამედროვე დიზაინის ავეჯითა და ტექნიკით აღიჭურვა. ახალი გარემო სტუდენტებს კითხვის, დასვენების, სოციალური ინტერაქციის საშუალებას მისცემს. პროექტი "საქართველოს ბანკის" ფინანსური მხარაჭერით განხორციელდა. ახალი სტუდენტური სივრცე თსუ რექტორმა გიორგი შარვაშიძემ, თსუ ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ლაშა საღინაძემ, თსუ ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანმა გიორგი ღაღანიძემ, "საქართველოს ბანკის" ბრენდ-მენეჯერმა ალექსანდრე ჩიქობავა დაათვალიერეს.

თსუ რექტორის გიორგი შარვაშიძის თქმით, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს რამდენიმე მასშტაბური პროექტი აქვს წამოწყებული, რომელიც შეუფერხებლად მიმდინარეობს. "ახალი სასწავლო წლისთვის ვემზადებით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბევრი ახალი სტუდენტური სივრცე მოეწყო. ერთ-ერთია მეათე კორპუსის ფოიე, სადაც სტუდენტებისთვის არაჩვეულებრივი გარემო შეიქმნა. დიდი მადლობა "საქართველოს ბანკს" მხარდაჭერისთვის. ბევრი კორპუსის მოწესრიგება გვაქვს დაწყებული, მათ შორის არის მეორე კორპუსის სრული რეაბილიტაცია. მნიშვნელოვანია, რომ სასწავლო და კვლევით ინფრასტრუქტურას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა," - განაცხადა თსუ რექტორმა.

"საქართველოს ბანკის" ბრენდ-მენეჯერის ალექსანდრე ჩიქობავას თქმით, უმნიშვნელოვანესია ისეთი ინიციატივების მხარდაჭერა, რომელიც სტუდენტებისთვის სასწავლო პროცესს კიდევ უფრო სასიამოვნოს და პროდუქტიულს გახდის. "თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანამშრომლობის ფარგლებში მაღლივ კორპუსში სამუშაო და მოსასვენებელი სივრცე შევქმენით, სადაც სტუდენტები შეძლებენ მეცადინეობას, დასვენებას, მეგობრებთან ურთიერთობას. ვფიქრობთ, ეს ადგილი სტუდენტებში ძალიან პოპულარული გახდება," - აღნიშნა ალექსანდრე ჩიქობავამ.

თსუ მეათე კორპუსში გასული წლის დეკემბერში კვების ახალი ობიექტი გაიხსნა, რომელიც თსუ სტუდენტებს შეღავათიანი ფასებით ემსახურება.

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტები ეტაპობრივად მიმდინარეობს. 2023 წლისთვის ყველა ძირითადი სასწავლო და კვლევითი სივრცე რეაბილიტირებული იქნება.


R





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42