ჯანმო: "ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინაა- ჩვენ უარესის მოლოდინში ვართ"
მსოფლიო - 09:48, 30 Jun, 2020     931

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის პრეზიდენტმა, ტედროს ადჰანომმა კორონავირუსის ხელახალ მასშტაბურ გავრცელებასა და დაავადების მიერ „ძალების აღდგენაზე“ ისაუბრა.

„მიუხედავად იმისა, რომ ზოგიერთმა ქვეყანამ გარკვეულ პროგრესს მიაღწია კოვიდ 19-თან ბროლაში, პანდემია გავრცელების მხრივ ნამდვილად იკრებს სიჩქარეს. ჩვენ გვინდა რომ ეს ყველაფერი დასრულდეს, თუმცა რთული რეალობა გვიჩვენებს, რომ პანდემია დასრულებასთან ახლოსაც კი არ არის“ - განაცხადა ადჰანომმა. ამის შესახებ წერს CNBC-ი.

„ყველაზე უარესი ჯერ კიდევ წინაა- ძალზე ბევრი ერი და მსოფლიო ლიდერი ჯერ კიდევ დაყოფილია და არ იბრძვიან ერთიანად ვირუსის წინააღმდეგ. ვწუხვარ, რომ ამის თქმა მიწევს, მაგრამ დღევანდელი სახის გარემოსა და მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩვენ უარესის მოლოდინში ვართ. სწორედ ამიტომ ჩვენ უნდა გავერთიანდეთ და ვებრძოლოთ ამ საშიშ ვირუსს“.

ტედროსის თქმით, ქვეყნებმა ერთმანეთისგან უნდა ისწავლონ ვირუსთან ბრძოლა- პანდემიამ აჩვენა, რომ მსოფლიო სოლიდარობის ნაკლებობამ გამოიწვია ძალზე დიდი შეფერხება და პრობლემების შექმნა. შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის 10 მილიონზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული, რომელთაგან 5,7 მილიონი ადამიანი უკვე გამოჯანმრთელდა. დაიღუპა 508 250 პაციენტი. ვირუსი მასშტაბურად ვრცელდება ბრაზილიაში, ამერიკასა და რუსეთში ყოველდღიურად. გავრცელებული ინფორმაციით, კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ ადამიანთა რაოდენობა 58 000-მდეა.





მასალის გამოყენების პირობები


სხვა სიახლეები
ამომრჩეველზე ზეწოლა კახეთში - "თუ ისინი არ შემოხაზავენ 41-ს, ანა ექიმის იმედი არ ჰქონდეთ"
მიხეილ სააკაშვილის ოფისი და უკრაინის შსს შიდა სტრუქტურების რეფორმირებას იწყებს
მაჟორიტარობის კანდიდატს ძმებმა თალაკვაძეებმა კანდიდატურის მოხსნა აიძულეს - "საქართველოსთვის"
სექტემბრიდან პირადობის მოწმობები ერთი თვის განმავლობაში უფასოდ გაიცემა
"ბიოფსიის შედეგად დადგინდა ჰოჯკინის ავთვისებიაი სიმისვნე, კისერზე გულმკერდზე, ლავიწებზე, 20 ივლისიდან დაიწყეს ქიმიებით მკურნალობს" - 11 წლის ბავშვს საზოგადოების დახმარება სჭირდება
პენიტენციური სამსახური: კორონავირუსი 105 პატიმარს აქვს, უმეტესობა ახლადდაკავებულია
ციხის კარი უნდა გავაღოთ - COVID 19-ის გამო ნაციონალური მოძრაობა ფართო ამნისტიის ინიციატივით გამოდის
სუს უარყოფს, რომ ვაგნერის წევრი ახლა საქართველოშია
ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა
გაბუნია: სკოლებში სწავლას ვერ დავიწყებთ, სანამ ეპიდსიტუაცია საკმარისად არ დასტაბილურდება
თბილისში კორონავირუსით 6 წლის ბავშვი გარდაიცვალა
“გუშინ დილით გარდაიცვალა ჩემი უკეთილესი…ნუ ცდილობთ რამე შეტენოთ ჩემს საამაყო და არაჩვეულებრივ ძამიკოს!” – გარდაცვლილი ფიტნეს-ინსტრუქტორის და საზოგადოებას მიმართავს
თუ მუნიციპალურ ტრანსპორტს არ გახსნით, დავიწყებთ აქციებს - შალვა ნათელაშვილი
"თუ აცრის პროცესი შენელდება, ამაში პირადად მე ბატონი კანდელაკის დიდ წვლილსაც დავინახავ...“ - კვესიტაძე
საინტერესო ამბები
იმნაძე, ეზუგბაია, ენდელაძე, ქაშიბაძე და სხვა ექიმები AstraZeneca-ს ვაქცინით ხვალ აიცრებიან
დღეს, 02:42
"ბიუჯეტი შეჭამა ბიუროკრატიამ"- უმძიმესი ეპიდსიტუაციისა და ეკონომიკური სიდუხჭირის ფონზე ხელისუფლება საჯარო სექტორში დასაქმებულთა ხელფასებს ზრდის
დღეს, 02:42
კიდევ ერთი თავდასხმა პოლიტიკურ ოპონენტებზე - "ქართული ოცნების“ აქტივისტები გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენლებს ფიზიკურად გაუსწორდნენ
დღეს, 02:42
ბავშვებში კორონავირუსის ახალი სიმპტომები გამოვლინდა - პედიატრი მოსახლეობას აფრთხილებს
დღეს, 02:42