კოსმოსურ ტექნოლოგიებს რუსეთში „მგრძნობიარე“ თემად მიიჩნევენ, ამიტომ, შესაძლოა, უკრაინის ევროკავშირთან ასოცირებაზე ხელმოწერის შემდეგ ამ სფეროში თანამშრომლობა შეწყვიტონ.
რუსეთი კოსმოსურ და ავიაციურ სფეროში ყველა წარმოების თავის ტერიტორიაზე ლოკალიზებას მოახდენს უკრაინასა და ევროკავშირს შორის ასოცირების შესახებ შეთანხმებაზე ხელმოწერის შემდეგ, განუცხადა რუსეთის ფედერციის ვიცე-პრემიერმა დიმიტრი როგოზინმა ჟურნალისტებს ბრიუსელში.
„ჩვენ ვერ შევძლებთ იქ (უკრაინაში) ზოგიერთი „მგრძნობიარე ტექნოლოგიის“ განთავსებას, მოგვიწევს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე მათი სრული ლოკალიზება. ეს კი პრობლემებს ნიშნავს, ავიამრეწველობის მომავალთან, კოსმოსურ თანამშრომლობასთან და კიდევ ბევრ რამესთან დაკავშირებით“, - თქვა როგოზინმა.

რუსეთის ვიცე-პრემიერმა ასევე აზრი გამოთქვა უკრაინისა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის პერსპექტივასთან დაკავშირებით:
„სავარაუდოდ, ისინი ვერასოდეს შევლენ ევროპის კავშირში... ამასთანავე, ხელი უნდა მოაწერონ სხვათა ნორმებისა და სტანდარტების შესრულებაზე“. „ჩვენ მოვუწოდებთ ევროკავშირს არ წაახალისონ ჩვენი პარტნიორები დაუფიქრებელი ნაბიჟების გადადგმისკენ. როგორც ცნობილ შინაურ ცხოველს, არ დაუკიდონ თივა ცხვირთან, როდესაც იცი, რომ ის თივაზე ვერასოდეს პირის დაკარებასაც ვერ შეძლებს, მაგრამ სულ თივისკენ მიმართული ივლის“, - თქვა როგოზინმა.
მასალის გამოყენების პირობები






